Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:34 22.09.2019
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში გამოიდარებს

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, ტემპერატურის მომატებასთან ერთად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ქარი დღეს საღამოს ჩადგება. მოსალოდნელია გამოდარება. უახლოესი დღეების განმავლობაში მთელ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დაახლოებით +31, ხოლო სანაპირო რაიონებში +26-27 გრადუსამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში მოსალოდნელია +25-27 გრადუსი. შესაბამისად, ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge