Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:23 20.09.2019
პარიზის მსოფლიო ველორბოლის გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე გეგეჭკორი გახდა

საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ველორბოლაზე, ქართველმა ალექსანდრე გეგეჭკორმა წარმატებით იასპარეზა და მედლის მფლობელი გახდა. მონაწილეებს დადგენილი წების მიხედვით 1 214 კილომეტრი 90 საათში უნდა დაეფარათ. ქართველმა სპორტსმენმა კი, აღნიშნული მანძილი 89 საათსა და 57 წუთში გაიარა. პარიზი-ბრესტის ველორბოლაში მონაწილეობის სურვილი სხვადასხსვა ქვეყნებიდან 100 000-მა მოყვარულმა გამოთქვა. საბოლოოდ, მონაწილეობის მისაღებად 7 000 ადამიანი შეირჩა.

 

ალექსანდრე გეგეჭკორმა, საფრანგეთში დაგეგმილ შეჯიბრში მონაწილეობის მოსაპოვებლად საქართველოში რამდენიმე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა.

 

ველორბოლის ჩემპიონატი 1891 წლიდან ტარდება და ის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ალექსანდრე გეგეჭკორი პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო ველორბოლაში საქართველოს სახელით იასპარეზა.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge