Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:37 16.09.2019
ბევრ მწვრთნელს მაგალითად მოუყვანია შენგელიას საგოლე ალღო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს არ ისწავლება, გოლს შენგელიასავით უნდა გრძნობდეო.''

"ქართული სპორტი"-ს ფეისბუქის გვერდზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

 

"თენგიზ სულაქველიძე: ''ცხონებული ნოდარ ახალკაცი დიდხანს გვაკვირდებოდა. სანამ შენგელიას და კოსტავას მიიწვევდა, სამჯერ თუ ოთხჯერ ჩამოვიდა ქუთაისში. მე ცოტა გვიან მივედი „დინამოში" და როცა თბილისში ჩემი დარჩენა გადაწყდა, დიღმის ბაზაზე რამაზის ოთახში გამიშვეს. მას შემდეგ კარიერის დამთავრებამდე მე და რამაზი სულ ერთად ვიყავით „დინამოშიც" და ნაკრებშიც. შვედეთშიც ერთად წავედით... თან, ხომ იცით მაშინ როგორი რეჟიმი გვქონდა: მოსამზადებელი ეტაპი, საწვრთნელი შეკრება, თამაში, მერე ყველაფერი თავიდან... ფაქტიურად, ბაზაზე უფრო მეტ დროს ვატარებდით ვიდრე ოჯახში. მოკლედ, ძმებივით ვიყავით!


...მე თუ მკითხავთ, რამაზის კოზირი ბრწყინვალე ფიზიკური მომზადება იყო, აი, ჯანიანიაო, რომ იტყვიან, ზუსტად ეგ - გამორიცხული იყო დაღლილიყო ან თამაში ვერ დაესრულებინა. მახსოვს, ვარჯიშებზე ყველაზე ძალიან არ მიყვარდა, როცა ახალკაცი მის „აყვანას", ასე ვთქვათ „დაჭერას" მავალებდა. არ ჩერდებოდა, მოძრაობდა და ამით „კლავდა" მეურვეს. მეც არ მაყენებდა კარგ დღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ვარჯიშებზე ხდებოდა.


...საგოლე ალღო? რა თქმა უნდა, ესეც მისი პლუსი იყო - წამის მეასედი ყოფნიდა, გამოხტებოდა და ბრახ - გოლია! სხვადასხვა სტილის ფორვარდების წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე რთული სწორედ რამაზისნაირი თავდამსხმელების შეჩერებაა - მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, თუ მოდუნდი, დაგასწრებს და მერე შალე ხელები და იყავი, რა აზრი აქვს? ისე, ბევრ მწვრთნელს მაგალითად მოუყვანია შენგელიას საგოლე ალღო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს არ ისწავლება, გოლს შენგელიასავით უნდა გრძნობდეო.''


პ.ს. თუ გსურთ, რომ ჩვენი სიახლეები მოგივიდეთ, გთხოვთ, გამოიწეროთ გვერდი, რათა დაგვეხმაროთ განვითარებაში."

ავტორ(ებ)ი : ქართული სპორტი