Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:55 15.09.2019
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია! ოქროს მედალი 12 წლის შემდეგ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ბერძნულ-რომააული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (-55 კგ) პირველ დღეს ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა და გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი ზაკანშა 9:0 გაანადგურა. წურწუმია ნახევარფინალში იაპონელ შოტა ოგავას დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 8:0 დაამარცხა მეტოქე. ქართველმა სრული უპირატესობით წარმართა ორთაბრძოლა და უშანსოდ დაამარცხა აზიელი ფალავანი. აქვე აღვნიშნოთ, რომ წურწუმიამ ნახევარფინალამდეც შესანიშნავად იარა. მისი პირველი მეტოქე ჩინელი ჩაო იყო, რომელიც 9:0 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი რუს კაბალოევს 8:3 სძლია. ქართველმა ფალავანმა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა.

 


popsport.com

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge