Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:42 15.09.2019
“UNLIMITED”- მუსიკოსის ცხოვრების ფილოსოფია - დევიდ გერეტმა მსოფლიო ტურნე საქართველოდან დაიწყო

დევიდ გერეტი - ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული გერმანელ-ამერიკელი მევიოლინეა. ის 1980 წლის 4 სექტემბერს, გერმანიაში დაიბადა. ბავშვობაშივე ვუნდერკინდად მიჩნეული ბიჭი, ოთხი წლიდან  ვიოლინოზე უკრავდა, ათი წლის ასაკში კი, უკვე ცნობილ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე გამოდიოდა. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში და ფლობს სტრადივარიუსის ვიოლინოს. 2008 წლის მაისში იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ჩქარი მევიოლინე (13 ნოტი წამში).

 

ყველა, ვინც დევიდ გერეტს იცნობს, იცისრომ მისი შემოქმედებითი კრეატივი უსაზღვროა და სწორედ ამით აოცებს უკანასკნელი ათი წელიწადია  მილიონობით მსმენელს მთელს მსოფლიოშიმუსიკისადმი თავდადებული სიყვარული მას საშუალებას აძლევს სულ  ახალი და უნიკალური „ქროსოვერი“ შეთავაზოს მსმენელს და ამასთანავე,  კლასიკური მუსიკის შედევრები შეასრულოს.

 

ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში სხვა შემსრულებელი, გარდა - დევიდ გერეტისა, რომელმაც ჟანრობრივი ბარიერების მიუხედავად, საკუთარი თავი, სრულად და უკომპრომისო პერფექციონიზმით, მიუძღვნა დიად მუსიკას. სწორედ ეს მსოფლიო წარმატება ამართლებს მის არჩევანს. მუსიკოსისთვის შეზღუდვები მიუღებელია.  საკუთარი მისწრაფებით მუდმივად ქმნის ახალ-ახალი მუსიკალურ შესაძლებლობებს. დევიდ გერეტმა მიაღწია იმას, რომ  საკუთარი შთაგონება ყველა თაობის მსმენელს გადასცა.

 

სწორედ ასეთმა შემოქმედმა და სუპერვარსკვლავმა, - დევიდ გერეტმა მსოფლიო ტურნე საქართველოდან, კერძოდ, - თბილისიდან  დაიწყო, ახალი ალბომით - “UNLIMITED – LIVE 2019” .  აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის მოწვევითა და ორგანიზებით სპორტის სასახლეში  გაიმართა.


ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სადაზღვევო კომპანიაარდი, საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედი“, ქალაქ თბილისის მერია, მაგთი, TKT.GE.


ღონისძიება  Cheсk in Georgia - ფარგლებში ჩატარდა.

 

“UNLIMITED” ამ ალბომით დევიდ გერეტი საკუთარი შემოქმედების 10 წელს აღნიშნავს და ის ეძღვნება მუსიკასა და მუსიკის თაყვანისმცემლებს.

 

ერთი შეხედვით, პატარა სცენაზე დიდმა მუსიკოსმა შემოქმედებითი „ცეცხლი დაანთო“. კომპოზიციების არაჩვეულებრივი წყობა მსენელს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ყოველ ჯერზე გსურდა, უფრო ხმამაღალი და სულში ჩამწვდომი ყოფილიყო მუსიკა. შოუ, განათება და მუსიკოსის უშუალობა, - სცენაზე საოცარ კონტრასტს ქმნიდა.

 

თითქმის სამსაათიან კონცერტზე ყველა ის კომპოზიცია შესრულდა, რომლითაც გერეტი პოპულარული გახდა. ყველაზე მეტად  კი წინა რიგებში მსხდომ თაყვანისმცემლებს გაუმართლათ; მუსიკოსმა მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, ასევე, ქართველი გოგონა სახელად ანა სცენაზე აიყვანა და ცნობილი კომპოზიცია „Ain’t No Sunshine“ მიუძღვნა.

 

კონცერტი The Beatles-ის „Hey Jude“-ის შესრულებით დასრულდა. საღამოს ბოლოს კი ორგანიზატორებმა დევიდ გერეტს სამსახსოვროდ თეთრი ჩოხაც გადასცეს.

 

აღნიშნული ღონისძიების შესახებ ჯორჯიან თაიმსი საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს ესაუბრა:


დიდი ხანია დევიდ გერეტის შემოქმედებას ვუსმენ და ვაკვირდები,  მომწონს მისი მუსიკა. ყოველთვის ვცდილობ, რომ საქართველოში ჩამოვიყვანო ისეთი მუსიკოსი, რომელიც ხალხს უყვარს.  მას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში.  ბედნიერი ვარ, რომ ის საქართველოში ჩამოსვლაზე დაგვთანხმდა. დღევანდელი კონცერტი მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრშია. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დევიდ გერეტი თავის მასშტაბურ ტურნეს სწორედ საქართველოდან იწყებს. მან ასეთი სიტყვები თქვა: -  „ბედნიერი ვარ, რომ აღმოვაჩინე ახალი ქვეყანა და მას საქართველო ჰქვია“.


როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, თქვენი პირველი შეხვედრა დევიდ გერეტთან ბერლინში შედგა. როგორი ადამიანია სცენის მიღმა?


- დევიდი სცენის მიღმა არაჩვეულებრივი, ძალიან თავმდაბალი პიროვნებაა. აი, მაგალითად, დღეს ადგა და მთაწმინდაზე მარტო წავიდა, მერე დედასთან ერთად ჩავიდა მეტროში, ტაქსით იმგზავრა. არ შეგვაწუხა. ყველანაირი კომფორტი შეგვიქმნა, რომ ჩვენ გვემუშავა. მას ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები, რაც ყველა ხელოვანს აქვს სცენაზე.


რა ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს კულტურის პალატა? უნდა  ელოდოს თუ არა ქართველი მსმენელი ასეთ მასშტაბურ კონცერტებს?

 

- ჩვენ დავიწყეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა. დევიდ გერეტი გახლდათ პირველი და არ ვაპირებთ გაჩერებას. ქართველ მსმენელს მიეცემა საშუალება მსოფლიო ვარსკვლავების ხილვისა საქართველოში.

 


კარიერის დასაწყისში დევიდ გერეტის შემოქმედებას საზღვრები არ გააჩნდაამიტომაც “UNLIMITED”  არის არა  მარტო საკონცერტო ტურნეს დასახელებაარამედ მუსიკოსის ცხოვრების ფილოსოფიაა.

 

მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს “UNLIMITED –LIVE 2019“ .  ახლა, ისე როგორც არასდროსმსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, ჩემს მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად  საზეიმოდ აღვნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი, - აცხადებს დევიდ გერეტი.

 

10  წელზე მეტიარაც დევიდ გერეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე ქროსოვერის  შედეგებს აუმჯობესებდა და სჯობნიდა საკუთარ თავს.  მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიო ტურნე  “EXPLOSIVE LIVE” გაიმართა  20 ქვეყანაში და გაიყიდა 400,000-ზე მეტი ბილეთი.

 

ტურნე “UNLIMITED” - მადლიერების გამოხატვაა დევიდ გერეტისგანარა მარტო მისი თაყვანისმცემლებისათვისარამედ მისი გუნდის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მონაწილეობდა მის მოგზაურობაში და გვერდში ედგა მას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაშიამის აღსანიშნავად, დამატებით, თავის სრულიად ახალ  კომპოზიციებთან ერთად, ტურნეს ფარგლებში ის შეასრულებს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებსროგორებიცაა:  “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la Viva”,“Thunderstrck”. განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც არ იქნება ჩართული ელექტროქსელში და შექმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მომენტებს პროგრამის მსვლელობის დროს. “UNLIMITED” აგრეთვე იქნება  არტისტის პერსონალური რეტროსპექტივარომელმაც თავისი სახელი დატოვა ისტორიაში საკუთარი ქროსოვერული მუსიკით და რომელმაც ვიოლინოს რეპერტუარში მოახდინა რევოლუცია.

 

/ნინო ოთარაშვილი/

ფოტოების ავტორი: ხატია ჯიჯეიშვილი

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge