Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:41 12.09.2019
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, ნატოში საქართველოს „გარანტირებული“ გაწევრიანების თაობაზე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა აღიქვა როგორც პირდაპირი სიგნალი აგრესიისა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“

სიმონ კილაძის ბლოგი:

 

12 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მან რუსეთის პოზიცია გამოხატა რიგი საერთაშორისო პრობლემებისა და მოვლენების მიმართ. მარია ზახაროვა შეეხო საქართველოში მომხდარ და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსაც. გთავაზობთ ამონარიდს ბრიფინგზე გაჟღერებული განცხადებებიდან:

 

დასავლეთის დესტრუქციული მიდგომები სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალიების მიმართ

ჩვენი დასავლელი და განსაკუთრებით ამერიკელი კოლეგები შესაშური ჯიუტობით აგრძელებენ დაუსაბუთებელ ბრალდებებს რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით. ამასთან ისინი, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ყველაფერს აკეთებენ, რომ პირიქით, რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზება მოხდეს. მსგავსი სტატიები და განცხადებებეი ბოლო დროს ძალიან ბევრი გამოქვეყნდა და მათი კომენტირება ზედმეტია. და თუ კონკრეტულ ფაქტებზე ვილაპარაკებთ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამ დროს ვაშინგტონში და ბრიუსელში ამ ყველაფერს რაღაც „სატაბილურობაზე“ მსჯელობით მოტივირებენ - საქართველოში და საერთოდ რეგიონში. იმავდროულად განუწყვეტლივ ლაპარაკობენ რუსეთის ოკუპაციაზე და ასე შემდეგ. მინდა მათ შევახსენო, რომ სწორედ აშშ-ის ზეწოლით 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს „გარანტირებული“ გაწევრიანების თაობაზე - მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ აღქმული იქნა როგორც პირდაპირი სიგნალი აგრესიისა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ამ აგრესიამ საბოლოო ჯამში რეგიონი ისეთ ცვლილებებამდე მიიყვანა, რომლის წინამძღვრები და მიზეზები ჯიუტად იგნორირდება დასავლელი ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიერ. რეალიები ასეთია: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეყრდნობიან რა რუსეთის სამოკავშირეო დახმარებას, უზრუნველყოფენ თავიანთ უსაფრთხოებას, განამტკიცებენ საკუთარ სახელმწიფოებრიობას (თანაც პრობლემების მიუხედავად), წარმატებით ავიტარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობას და საერთაშორისო კავშირებს.

 

აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ბოლო ათი წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2018 წელს თითქმის 31 მილიარდ რუბლს მიაღწია. საგარეო ვაჭრობა 16,2 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა, ხოლო საკუთარი შიდა საბიუჯეტო შემოსავლები (საგადასახადო და არასაგადასახადო) 2013 წელტან შედარებით 2018 წელს თითქმის 1,5-ჯერ გაიზარდა (4,8 მილიარდ რუბლამდე). მსგავსი განვითარების ტემპები აქვს სამხრეთ ოსეთსაც, რომლის მშპ-მა 2013-2018 წლებში ერთნახევარჯერ მოიმატა და 5 მილიარდი რუბლით გამოიხატება. საგარეო ვაჭრობის მოცულობა იმავე პერიოდში 514 მილიონი რუბლიდან 3,3, მილიარდ რუბლამდე გაიზარდა. საკუთარი შიდა საბიუჯეტო შემოსავლებმა მოიმატა სამჯერ და მეტად - 430 მილიონიდან 1,5 მილიარდ რუბლამდე. იზსრდება ხელფასები და პენსიების მოცულობაც. სამხრეთ ოსეთში საპენსიო უზრუნველყოფის დონე არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს დონეს და აჭარბებს კიდეც.

 

მთლიანობაში, განვლილ წლებში აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ აგრესიისა და ეკონომიკური ბლოკადისაგან, რა თქმა უნდა, უდავოდ სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. ორივე რესპუბლიკაში მოქმედებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა სისტემა, ვითარდება პოლიტიკური გარემო და დემოკრატიული პროცესები, მტკიცდება ეროვნული კულტურა და თვითმყოფადობა. ცხადია, ბევრი პრობლემა კვლავ რჩება, მაგრამ მათი მოგვარება თანდათან ხდება - ზოგიერთები წარმატებით წყდება, ზოგიერთების მოსაგვარებლად კი ჯერ კიდევ საჭიროა მუშაობაა საჭირო. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ. მტკიცდება სოხუმისა და ცხინვალის საერთაშორისო პოზიციებიც - დამყარდა მათი დიპლომატიური ურთიერთობა დამასკოსთან [სირიასთან].

 

თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ისინი, ვინც მათ ინფორმაციულად ემსახურება, სურთ გაიგონ რეალური სიტუაცია ამ სახელმწიფოებში, შეიძლება უბრალოდ ეწვიონ და ყველაფერი ადგილზე შეამოწმონ. ნათქვამია, სიმართლეს ფასი არ აქვსო, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად აქვს - ეს ფასი იმ ბილეთის ღირებულების ექვივალენტია, რომელიც შეიძლება აიღონ და სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში ჩასასვლელად, მივიდნენ და უბრალოდ, იმ ადამიანებს გაესაუბრონ, რომლებიც იქ ცხოვრობენ, პირდაპირ ჰკითხონ, თუ რას ფიქრობენ ისინი თავიანთ ქვეყნებში და რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე, როგორ აფასებენ ისინი საკუთარ რეალიებს და არა ისე, რომ რაღაც ისტორიები მოიფიქრონ მათ გარეშე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge