Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:35 11.09.2019
„აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატოს წევრი“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს:

 

„დღის ბოლოს პირველად მოვიცალე ფბში შემოსახედად და აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატოს წევრი. ასევე, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ორივე მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზები პარტნიორებთან ერთად უნდა ვეძებოთ. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ამ განცხადების რომელი ნაწილია და განსაკუთრებით ის ხალხი რატომ ილანძღება ოკუპაციას რომ ებრძვის. ამ ქვეყნის ევრო-ინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის, იქით მიმართეთ ენერგია. თუ უსაგნო ლანძღვა გვრით სიამოვნებას, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ გააგრძელოთ“, - აცხადებს ჩუგოშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge