Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:13 11.09.2019
„ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიერონ, რომ ქართველ ხალხს დაუჭირონ მხარი - ვის შევიყვარებთ და ვის-არა, ეს ქართველი ხალხის საქმეა!“

პარლამენტარი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინდელ ინციდენტს და წერს:

 

„უნდა მომზადდეს კრამერის სია, დარეგისტრირდეს პარლამენტში და კენჭი ეყაროს. ამ სიაში უნდა შევიდეს მეთიუ ბრაიზაც და ყველა ის "პარტნიორი", რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მწამებელ-ბოკერია- სააკაშვილებს უჭერს მხარს და ცინიკურად გვაიძულებს მათ შეყვარებას! ამ ხალხს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა! აი, ამას გააკეთებს პატრიოტთა ალიანსი. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიერონ, რომ ქართველ ხალხს დაუჭირონ მხარი! ვის შევიყვარებთ და ვის-არა, ეს ქართველი ხალხის საქმეა!“, წერს ირმა ინაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge