Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:25 11.09.2019
"ნუ გვაფიქრებინებთ საბოლოოდ, რომ სიმპატიით ხართ განმსჭვალული ნაციონალური მოძრაობის მიმართ!" - თამაზ სულაძე - "ქართულ ოცნებას"

თამაზ სულაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ცოტა უხერხული კითხვა მინდა დავუსვა ბატონ არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს - ნუთუ არ აღგაშფოთად იმ ფაქტმა, რომ თქვენ ესწრებოდით და სიტყვით გამოხვედით ამ ნატო-ს კონფერენციაზე და თქვენი მოადგილე ბულინგის მსხვერპლი გახდა ამავე კონფერენციის ორგანიზატორებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომედგენლების მხრიდან? არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წარმომადგენელია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მაღალი რანგის პირი! ის დღეს, ჩემი ქვეყნის პარლამენტარია! იმ პარლამენტის, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია! და, თუ თქვენ თქვენს მოადგილეს არ დაიცავთ და თქვენს კოლეგას, მე, როგორც რიგით მოქალაქეს რა გარანტია მაქვს, რომ ჩემს უფლებებს დაიცავთ კანონიერად?! იმედი მაქვს, სწორი და ადექვატური რეაქცია იქნება თქვენი მხრიდან! ნუ გვაფიქრებინებთ საბოლოოდ, რომ მართლა სიმპატიით ხართ განმსჭვალული ნაციონალური მოძრაობის მიმართ!"- წერს თამაზ სულაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge