Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:59 11.09.2019
"ჩემს სამშობლოში ვიღაცა თავს უფლებას აძლევს უყვიროს ქალს, დედას, შვილს, დეპუტატს, ვიცე- სპიკერს, ჟურნალისტს"

დარეჯან მეფარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ის კი არაა მთავარი ირმა ინაშვილი როგორც პოლიტიკოსი, როგორც ჟურნალისტი ან როგორც ადამიანი, ვინმეს მოსწონს თუ არა, მთავარი ისაა, რომ ჩემს სამშობლოში ვიღაცა თავს უფლებას აძლევს უყვიროს ქალს, დედას, შვილს, დეპუტატს, ვიცე- სპიკერს, ჟურნალისტს, რომელმაც აფხაზეთის ომში, ოკუპანტის წინააღმდეგ, იომა როგორც შესძლო ისეთი თავგანწირვით და ბევრ კაცზე უკეთ...


აი, ესააა მთავარი და ის, რომ ყვირილი, დაყოფა, შერჩევითობა, უფლებების დაცვით და დემოკრატიითაა კარგად შეფუთული - ეს ისედაც იციან, ვიცით.


მთავარი არც ისაა, რომ ღრუზინი ე.წ. უფლებათადამცველები გაგებით შეხვდნენ დიპლომატადწოდებულ ოკეანგაღმელის ვირობას და უცებ დაივიწყეს ქალი, დედა, ძალადობა. მთავარი ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ორგანული ნაწილი დუმს.


ჰო, გავრილოვი რომ ვერ აიტანეთ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, იმათ მინდა გკითხოთ - ამერიკელი რომ ქალს, დედას, დეპუტატს, ვიცე- სპიკერს დაჰკივის, ნამეტანი პრადვინუტულია და ამიტომ ჩაიგდეთ ენები სტომაქში (გავრილოვი ოკუპანტია და სხვაობას ვერ ხედავ - ტექსტები არ იყოს)?


და, კიდევ ერთი, ამერიკანო ტყუილი - ინაშვილს არ ვიცნობ (არადა, ძალიან კარგად იცნობს, თურმე) - დემოკრატიის მწვერვალია, ასე ჩანს თქვენი ფსკერიდან?"- წერს დარეჯან მეფარიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge