Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:37 11.09.2019
ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს "კორუმპირებული" , ხოლო კალაძემ - ხაბეიშვილს "გაფარჩაკებული " უწოდა

დედაქალაქის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატს ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. ხაბეიშვილმა კახა კალაძეს საკრებულოს დერეფანში განუცხადა, რომ მასთან კითხვები აქვს. შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხაბეიშვილმა კალაძეს "კორუმპირებული" უწოდა, კალაძემ კი ასე მიმართა: "სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები".

 

ხაბეიშვილის განცხადებით, მას დედაქალაქის მერთან კითხვები ჰქონდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე, მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, თბილისის მერი კომფორტულ ავეჯს ყიდულობს და თავისთვის ოთახებს ირემონტებს.

 

"153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?"- მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.


"თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული",- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.

ავტორ(ებ)ი : ინტერპრესნიუსი