Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:02 11.09.2019
„აი, ეს ფოტო, რომელიც 2010 წელს ვაშინგტონში, კრემერის ოფისშია გადაღებული, ადასტურებს, რომ დევიდ კრემერი ირმა ინაშვილს არა მხოლოდ იცნობს, არამედ, საკუთარ ოფისშიც მასპინძლობდა“

 მედია-კავშირი ობიექტივი-ის მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

"არ ვიცოდი, ვინ იყო ქალი, რომელიც მოვიდა და, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ის "პატრიოტთა ალიანსიდანაა" და ასევე, ვიცე-სპიკერია", - განაცხადა გონსმოსულმა დევიდ კრემერმა, რომლიც გამოერკვა და მიხვდა, რომ უგუნურად მოიქცა. არადა, იცნობს და ისიც იცის, ვინ არის ირმა ინაშვილი.
აი, ეს ფოტო, რომელიც 2010 წელს ვაშინგტონში, კრემერის ოფისშია გადაღებული, ადასტურებს, რომ დევიდ კრემერი ირმა ინაშვილს არა მხოლოდ იცნობს, არამედ საკუთარ ოფისშიც მასპინძლობდა. კრემერს ან მეხსიერების პრობლემა აქვს, ანდა ჩავარდა. დაახლოებით ისეთი ჩავარდნა, როგორის მნახველიც მთელი ქვეყანა გავხდით“, წერს ჟურნალისტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge