Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:00 10.09.2019
“როდესაც ადამიანს თავს ესხმიან, მას აქვს უფლება თავდაცვის" - ნიკოლოზ მჟავანაძე

ემზარ კვიციანის ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძეს განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის წაყენების საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გამოძიებას წარუდგენენ ყველა მტკიცებულებას, რითაც დამტკიცდება, რომ ემზარ კვიციანის მიმართ დაგეგმილი იყო ანგარისწორება.

 

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე აღძრული საქმე შეწყდება, რადგან დანაშაულის ნიშნები საქმეში არარშებობს.


როდესაც ადამიანს თავს ესხმიან, მას აქვს უფლება თავდაცვის. ამ ადამიანის მიმართ იყო ანგარიშსწორების მოტივი. გამოძიება როდესაც დაგვიძახებს, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მივაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. არანაირი საფუძველი, რომ ემზარ კვიციანს ბრალი წაუყენონ არ არსებობს. თქვენ მანახეთ კადრი, სადაც ემზარ კვიციანი მუშტს ურტყამს ვინმეს. ემზარ კვიციანს, ფიზიკურად არავისთვის დაურტყამს. ეს იყო ხელების ქნევა, რომ გაეშორებინა ეს ადამიანები. ამ საქმეს არანაირი გაგრძლება არ ექნება. ესე იგი, უნდა გაელახვებინა თავი ემზარ კვიციანს, მაშინ იქნებოდა ძალიან კარგი ადამიანი ხო? ველოდებით, რომ ეს საქმე შეწყდება, რადგან დანაშაულის ნიშნები არარსებობს ამ საქმეში,” – განახადა ნიკოლოზ მჟავანაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge