Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:03 04.09.2019
რატომ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს ახალი შეთანხმების გაფორმების წინ

"აშშ-საქართველოს ახალი 3-წლიანი სამხედრო შეთანხმების წინ თავდაცვის მინისტრის შეცვლა უბრალო დამთხვევაა და ეს საქართველოს პოლიტიკის შეცვლას არ ნიშნავს, - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა "რეზონანსთან“ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს ახალი შეთანხმების გაფორმების წინ.


"ეს უბრალოდ როტაციის პროცესია. თავის დროზე თანამდებობაზე იზორიაც სპეცსამსახურებიდან მოვიდა და მსგავსი სენტიმენტები, რომ „ის რუსეთის კაცია“, მაშინაც იყო. ყველაზე მეტი შეკითხვა კი ჯანელიძის მიმართ იყო და სწორედ ამას გადაყვა იგი. მაგრამ ჯანელიძე რომ ჯანელიძეა, მანაც კი საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ვერაფერი შეცვალა. ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის შესაძლებელია, მინისტრის პოსტის დაკავება, ერთი ძალოვანი შეიცვალა მეორე ძალოვანით. ამიტომ არ მგონია, ამან პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება გამოიწვიოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს გავაგრძელებთ. ასე რომ არ იყოს, ამერიკული მხარე მოსაზრებას აუცილებლად გამოთქვამდა. მთავარი არის მთავრობის პოლიტიკური კურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ჰომოგენური, ერთიანი და სწრაფვა ნატოსკენ ნამდვილად არ შეჩერდება. „სანამ „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეშია, არ მგონია ეს მიდგომები შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სათავეში ისეთი ძალა მოვიდა, რომელიც სხვა ტიპის საგარეო პოლიტიკურ კურსს განახორციელებს, მაშინ შეგვიძლია განგაში ავტეხოთ და შეშფოთება გამოვხატოთ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას”, - დასძენს გამოცემა

 

"მაისაიას თქმით, ქართულ-ამერიკული სამხედრო ხელშეკრულების დადების წინ თავდაცვის მინისტრის შეცვლა, შესაძლოა, უბრალო დამთხვევა იყოს, რადგანაც სექტემბერში, მამუკა ბახტაძის თქმით, პოლიტიკური ცვლილებები ისედაც იგეგმებოდა, რაზეც, თავის მხრივ, ამერიკული მხარეც საქმის კურსში იყო. „სამწლიანი სამხედრო ხელშეკრულების დადება იმაზე არაა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი. მთავარია ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური კურსი რამდენადაა იმ სულისკვეთებასთან თანხმობაში, რომელიც შეთანხმების საფუძველია. მე მჯერა, რომ თვდაცვის ახალი მინისტრი ისეთივე პროდასავლური ორიენტაციის იქნება, როგორიც მთლიანი გუნდია“, - აღნიშნა მაისაიამ „რეზონანსთან“ საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი