Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:30 03.09.2019
მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრები სერგეი შოიგუ და მერაბ ქიშმარია

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მკითხველს უამბობენ იმის შესახებ, რომ 23 აგვისტოს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრები სერგეი შოიგუ და მერაბ ქიშმარია. რუსი კოლეგა დაპირდა, რომ დაეხმარება აფხაზეთის არმიის მოდერნიზებაში. ჟურნალისტები აღწერენ აფხაზური არმიის მონაცემებს.

 

2000-ზე ოდნავ მეტი ჯარიკაცი ჰყოლია აფხაზეთს (მოსახლეობა 240 ათასი – მიუთითებს საინფორმაციო წყარო). ომის შემთხვევაში ისინი უნდა დაუპირისპირდნენ საქართველოს კარგად აღჭურვილ 37 ათასიან არმიასო – მიანიშნებენ რუსი ავტორები. მართალია მეთაურთა შემადგნლობა წყვეტს ომის ბედს და აფხაზებს კარგად განსწავლული მეთაურთა შემადგენლობა ჰყავთ, მაინც გაუჭირდებათ 18-ჯერ უფრო მეტი ჯარისკაცის გამკლავება.

 

ეს 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე განაწილებულია ჯარების სამ სახეობაში: სახმელეთო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები. აქვე შევნიშნავთ, რომ აფხაზეთის სამხედრო-საჰაერო ძალები კარიკატურულია. გამოიყენება 5 ჩეხოსლოვაკური სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი Л-39, ერთი სასწავლო-საწვრთნელი Як-52 და 2 ბიპლანი Ан-2. შედარებით სერიოზული საფრენი აპარატებიდან აღსანიშნავია ორი ე.წ. „კროკოდილი“, შემტევი ვერტმფრენი Ми-24. არის, აგრეთვე, Ми-8 და Ми-17. ეს ტექნიკა უკვე ჩამოსაწერია. შედარებით ეფექტურად გამოიყურება სამხედრო-საზღვაო ძალები. სრული შემადგენლობა – 700 კაცი, აქედან ნახევარი საზღვაო ფეხოსანი ბატალიონის წევრია. შეიარაღებაშია 3 საარტილერიო კატერი და 6 საპატრულო კატერი ტყვიამფრქვევებით და სზენიტო დანადგარებით. არის, აგრეთვე, 6 კატერი წყალქვეშა ფრთიანი რაკეტებით, და კვლევითი ხომალდი „აფხაზია“, რომლიგანაც გააკეთეს მცურავი ტანკერი 170 ტონა საწვავის მარაგით. უნდა ითქვას, რომ ეს ტექნიკაც მოძველებულია.

 

და ბოლოს სახმელეთო ძალები – შედარებით კარგად დაკომპლექტებული ჯარისკაცებითაც და ტექნიკითაც. თუმცა აქაც სჭარბობს საბჭოთა დროინდელი ტექნიკა – 1958 წელს გამოშვებული ტანკები Т-55 (50 ცალი), 45 – БМП-1, 25 – БМП-2, 11 ბრონემანქანა და 4 მოცურავე ბრონეტრანსპორტიორი; 14 „გრადი“; 6 ტანკსაწინააღმდეგო 85-მმ-იანი ქვემეხი Д-44, 18 – 122-მმ-იანი გაუბიცა Д-30 და 54 – მისაბმელიანი მინამტყორცნი კალიბრით 82 და 120 მმ.; 5 თვითმავალი «შილოკ» 23-მმ-იანი კალიბრით, იგივე კალიბრის 4 საზენიტო ქვემეხი, აგრეთვე, «იგლა» და «სტრელა». შეიარაღებაშია, აგრეთვე, ხელის ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვი.
მთელი ეს „დიდება“ მიმართულია ერთადერთი მტრის – საქართველოს წინააღმდეგ, სხვა მოწინააღმდეგე აფხაზეთს არ ჰყავს – წერენ რუსი ჟურნალისტები.

 


წყარო: svpressa.ru.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge