საქართველოს ნაკრები რაგბიში შოტლანდიასთან ანგარიშით 10:44 დამარცხდა. შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. პირველი ტაიმში ბორჯღალოსნები შოტლანდიასთან 3:23 დამარცხდნენ. მეორე ტაიმში, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც მასპინძლებმა უპასუხეს ლელოთი და ანგარიში 10-30 გახდა. ამის შემდეგ, შოტლანდიელებმა ანგარიშის გაზრდა კიდევ ორჯერ მოახერხეს და ანგარიში 10:44 გახდა. საბოლოოდ მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა.