Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:17 29.08.2019
ჯონ ბოლტონი და "ბატკა" - „თუ პუტინს არ იწვევთ, მაშინ არც მე მოვალ"


ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დონალდ ტრამპის თანაშემწისა და ლუკაშენკოს შეხვედრას მინსკში:

 

ვინ წარმოიდგენდა... "ბატკას" და ჯონ ბოლტონს ერთად? ვინ იფიქრებდა, რომ დონალდ ტრამპის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მინსკში ჩავიდოდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდებოდა? სხვათა შორის, ჯონ ბოლტონი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია აშშ-ის ადმინისტრაციიდან, რომელმაც ბელარუსის მიწას პირველმა დაადგა ფეხი 21-ე საუკუნეში.

 

ექსპერტთა უმრავლესობა იმ აზრზეა, რომ ვიზიტი სიმბოლურია, მისი გადაჭარბებული შეფასება არ ეგების. ამ აზრს იზიარებს ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის ექს-ელჩი უკრაინაში. როგორც მინსკელი პოლიტoლოგი ალექსანდრ კლასკოვსკი ამბობს, "ბატკას" რეჟიმის პირობებში ბელარუსისთვის დასავლეთთან სერიოზული დაახლოება არარეალურია, მაგრამ მას მშვენივრად შეუძლია ლავირება, იგი ამ მხრივ დიდ ოსტატობას და მოქნილობას ამჟღავნებს.

 

რუსები ამბობენ, რომ ბელარუსი ვერსად ვერ გადაუხვევს, "ბატკა" ჩვენი ერთგულია და თუ ამერიკელს შეხვდა, ეს პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევსო. სხვათა შორის, გუშინ "ბატკამ" უარი განაცხადა პოლონეთში წასვლაზე პირველ სექტემბერს, სადაც მიპატიჟებულია მეორე მსოფლიოს ომის დაწყებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე: "რავა, ჩემს სლავ ძმას ვალოდიას უარს ეუბნებით და არ იწვევთ, ეს რა ვაჟკაცობაა? რუსები რომ არ ყოფილიყვნენ, მეორე მსოფლიო ომში თქვენ, პოლონელები გაიმარჯვებდით? თუ პუტინს არ იწვევთ, მაშინ არც მე მოვალ", - დაახლოებით ასე უპასუხია "ბატკას" პოლონელებისათვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge