Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:14 26.08.2019
ამაზონის ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში 44 000 ჯარისკაცი ჩაერთვება

ჩრდილო ამაზონის რეგიონში, ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს დაახლოებით 44 000 სამხედრო მოსამსახურე შეებრძოლება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თვითმფრნავი C-130 Hercules, რომელიც ტყის ხანძარს ქალაქ პორტო ველჰოსთან ახლოს ებრძვის.

 

კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის მთავრობამ ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციები დაიწყო, გასული შაბათ-კვირის განავლობაში ცეცსლის 1 130 ახალი კერა წარმოიქმნა. საერთო ჯამში კი ამაზონის ტროპიკულ ტყეებში დაახლოებით 80 000 ხანძარია რეგისტრირებული, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge