Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:33 16.08.2019
გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინდამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად ჩავიდნენ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე დეტალურად ეცნობიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge