Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:50 14.08.2019
"ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე" - მამუკა ბახტაძე

ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე. ჩვენ მას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ, - ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაკურიანში განაცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს სურვილი აქვს 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიპიადას უმასპინძლოს, რაც ამბიციური განაცხადია.

 

„ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე. ჩვენ მას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური ამოცანა და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენ ვუმასპინძლოთ 2025 წლის ოლიმპიადას ახალგაზრდებში. ეს არის ძალიან ამბიციური განაცხადი, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება დამატებით უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ მიზანს მივაღწიოთ.


საბოლოო ჯამში, როგორც 2023 წლის ჩემპიონატი Free Style-ში, ასევე 2025 წლის ზამთრის ოლიმპიადა ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება და ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიადას. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ! საქართველო ამას იმსახურებს და ქართველი ერი ამას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირების მასპინძლობის შედეგად საქართველოს კიდევ ერთხელ აღმოაჩენენ, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სტატუსი და გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ცნობისთვის, ამ წუთებში, ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ფორმდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge