ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ხუხაშვილს კომენტარი სთხოვეს რ-2-ის ჟურნალისტებმა წუხელ ხაზარაძის პოლიტიკური ვნებების შესახებ. ამანაც მორიგი "ექსპერტული ექვილიბრისტიკა" ჩაატარა; კენწლა და კენწლა, ბოლოს კი კისერზე გაიჩერა ის დაჩუტული ბურთი, რასაც "რკინაზე მაგარი", ე.ი. "ხუხას ლოგიკა" ჰქვია: :
კენწვლა ჯერ თავით დაიწყო - "ხაზარაძე მესამე პოლუსიაო".
მერე - ძირს დაუშვა, ჯერ მარჯვენა ფეხზე: "გამოუცდელია და პოლუსობას ვერ გაქაჩავსო".
შემდეგ ეგრევე მარცხენაზე გადაიტანა: "ოქროს გასაღებს" დაიჭერს ეგ არჩევნებშიო". მარცხენათი დიდხანს კენწლა, ერთი ორჯერ თავზეც გადაიტარა:"ოქროს გასაღები" ის არის - ხაზარაძე ვისთანაც არჩევნების შემდეგ კოალიციას შეკრავს, სწორედ ის გახდება გამარჯვებული და მომავალი მთავრობაც მისი იქნებაო!".
ბოლოს - მარცხენათი მაღლა ააგდო და დახვეწილი მოძრაობით კისერზე გაიჩერა: "ხაზარაძე პროდასავლელია, ამიტომ "ოცნების" კოალიციაში ვერ შევაო!"
მოკლედ - ხუხას "კენწვლა კისერზე გაჩერებით" იმას ნიშნავს, რომ თურმე ხაზარაძე ნაცების კოალიციას თავისი "ოქროს გასაღებით" შეკრავს, ანუ ხაზარაძის "ოქროს გასაღები", რაც მას ხუხამ უკონკურენტოდ მიაკუთვნა, სხვა არაფერია, თუ არა - ნაცების რევანშისთვის კარის გახსნა!
ბრავო! ეგეთი მკენწლავი რ-2-საც კი, ბევრი არა ჰყავს, ღმერთმანი!"- წერს დავით ზარდიაშვილი.