Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:52 12.08.2019
„შენ, პირადად, პაატა სალია, დახურე “რუსთავი-2” და ამიტომ აგეხევა სახე“

შენ, პირადად, პაატა სალია, დახურე “რუსთავი-2” და ამიტომ აგეხევა სახე – ამ განცხადებით, “რუსთავი2”-ის ყოფილმა დირექტორმა, მოქმედ დირექტორს მიმართ.

 

„შენ პირადად, პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე, აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ნიკა გვარამია პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი მენეჯმენტი კომპანიის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა და მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად, სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი არქივის გაყიდვა დაასახელა.

 

„არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს, არარაობავ, ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ შენ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი“, – განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი 2

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge