Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:00 12.08.2019
T- ლიმფოციტების გადასანერგად უცხოეთში წასვლა საჭირო აღარაა - ონკოლოგიაში რევოლუციური ნაბიჯები საქართველოში იდგმება

ონკოლოგსა და გენეტიკოსს, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურ დირექტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორსალექსანდრე თავართქილაძე ჯორჯიან თაიმსი“ ესაუბრა.


ალექსანდრე თავართქილაძეს ევროპული განათლება და მრავალწლიანი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება აქვს. თუმცა მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად, თავის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად სულ რაღაც 7 თვის წინ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციას მიიჩნევს, რომელიც მართლაც რევოლუციურია ქართულ მედიცინაში.


დოსიე: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 2005 წელს, გაიარა რეზიდენტურტის სრული კურსი ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტში Civil-ის ჰოსპიტალის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში - რეზიდენტურა/დოქტორანტურა სპეციალობით ონკოლოგია და ჰემატოლოგია, სრული ინტერნის კურსი სპეციალობით - შინაგანი მედიცინა (საფრანგეთი, პარიზი 2012), კლინიკური ონკოლოგიის და იმუნოთერაპიის გაძლიერებული კურსი (Paris Sud University 2014, Gustave Roussy -ის ინსტიტუტის ბაზაზე 2014), პერსონალიზებული მედიცინის და მოლუკულური ონკოლოგიის სადიპლომო სწავლება - Paris-Descartes უნივერსიტეტში (2016), უკრედული თერაპია და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია - სორბონის უნივერსიტეტი (2018).  გავლილი სტაჯირებების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:


2005-2009 ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური ონკოლოგიის და კლინიკური ქიმიოთერაპიის მიმართულება 6 თვე); შვეიცარია. ჟენევა.2006


დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში 2008 ;  ტრეინინგები გაიარა ჩიბას სახელწიფო უნივერსტიტის ქიმიოთერაპიის და ონკოდიაგნოსტიკის მიმართულებით (Division of chemo Chemotherapy and Cancer Diagnosis) (ქიმიოთერაპია ღეროვან უჯრედებთან კომბინაციაში. 2 თვე). იაპონია. ასევე, პიერ და მარია კიურების სახელობის უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტი -ზოგადი ქიმიოთერაპიის მიმართულება. საფრანგეთი. პარიზი.2008 . ულუდაგის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიმართულება 1 თვე); თურქეთი; ბურსა.2009


საბერძნეთის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეროვნული ინსტიტუტი (მოლეკულური და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულება 2 თვე). საბერძნეთი. ფლორინონაიმეიხენის უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი ტრეინინგი ზოგადი ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიაში 1 თვე. ჰოლანდია; ნაიმეიხენი.კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC). ტრეინინგი: “ონკოლოგიურ პაციენტთა მედიკამენტური თერაპიის სრულყოფილების და ადექვატურობის შეფასების ექსპერტიზა” 3 კვირა. (საფრანგეთი. ლიონი.) 2009-2010 წწ.

 

- 2009 წლიდან არჩეულია სრულ პროფესორად;2005 წლიდან სწავლობს და მუშაობს ბელგიის და საფრანგეთის სხვადასხვა კლინიკებში; 2009 წელს მინიჭებული აქვს მოლეკულური მედიცინის და კლინიკური ონკოლოგიის საერთაშორისო სერტიფიკატი;


კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მოლეკულურ მედიცინასა და კლინიკურ ონკოლოგიაში 2009 ;  გარემოს დაცვის საერთაშორისო ექსპერტთა კომისიის საქართველოს წარმომადგენელი 2011 წლიდან. ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტის Civil-ის ჰოსპიტალის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური და სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი 2008 წლიდან დღემდე;


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი სპეციალობით ონკოლოგია და მოლეკულური მედიცინა 2008-2009; 87 ექსპერიმენტული შრომა (აქედან 37 ImpactFactor-ის მქონე ჟურნალში);

34 რეფერატული შრომა;7მონოგრაფია.

 

- ბატონო ალექსანდრე, სულ ახლახანს უნიკალური ოპერაცია ჩაატარეთ პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში.. ეს უდიდესი გარდატეხაა  ქართულ მედიცინაში... თქვენ პირველმა ჩაატარეთ T ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი..!  როგორ შეაფასებდით მთავარ გამოწვევებს ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში?


- დღეისათვის ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში მსოფლიოში იაპონია, ავსტრალია, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ლიდერობს.  2012 წლამდე ევროპაში სოლიდური სიმსივნეების მკურნალობის მიმართულებით ვმუშაობდი, ისევე როგორც ონკოჰემატოლოგიაში,  ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასა და უჯრედულ და გენურ თერაპიაში. 2012 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით საქართველოში სხვადასხვა კლინიკებში ვატარებდი კონსულტაციებს. ვიყავი საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ქიმიოთერაპიის განყოფილების გამგე. დღეისათვის კი გახლავართ პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე ჯანმრთელობის სამინისტროს ექსპერტი კლინიკურ ონკოლოგიაში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს საქართველოში აქტიურად  დაინერგოს უჯრედული თერაპია, როგორც იმუნოთერაპიის  ყველაზე თანამედროვე მეთოდი. თქვენ სწორად ბრძანეთ, ჩვენ 2018 წლის დეკემბერში შევძელით პირველად გადაგვენერგა პაციენტისთვის აქტივირებული T უჯრედები. სხვათაშორის, მედია აქტიურად აშუქებდა სულ ცოტა ხნის წინ მსგავს ოპერაციას აშშ-ში და ამ დროს ჩვენთან, თბილისში, ჩატარდა ზუსტად ანალოგიური ოპერაცია. ახალგაზრდა გოგონას 5 წლიანი ანამნეზი ჰქონდა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის. პაციენტი ფაქტობრივად განწირული იყო, გერმანიაში მან მკურალობის ყველა სამედიცინო რესურსი ამოწურა. უჯრედული იმუნოთერაპია საკმაოდ ძვირადღირებულია ოპერაციაა და ბატონი კახი კალაძის ფონდმა შეძლო დახმარება გაეწია ამ გოგონასთვის. ჩატარდა უშუალოდ ჩემს მიერ, გვყავდა ავსტრალიელი კონსულტანტი, ენტონი მერსიადესი და ფრანგი კოლეგა  მანუელ როდრიგესი. მკურნალობამ ჩაიარა ფანტასტიურად.  გოგონა, ფაქტობრივად სიკვდილისთვის იყო განწირული, უამრავი მეტასტაზებით მუცლის ღრუში და  ყველაზე ფატალური შედეგის მოლოდინით. ჩვენი ოპერაციის შედეგად კი ლიმფოციტების მიღება მოხდა პაციენტის დისგან, მათი აქტივირება მოხდა ჩვენსავე ლაბორატორიაში და შემდეგ უკვე პაციენტზე მოხდა მათი გადანერგვა. ოპერაციის შემდგომ კი, როდესაც პაციენტმა ჩაიტარა გამოკვლევა თოდუას კლინიკაში, იყო სრული კლინუკური რემისია, ანუ პაციენტს აქტიური სიმსივნე აღარ აღენიშნებოდა და ის სრულიად ჯანმრთელი გახდა! ქართულ მედიცინაში მსგავსი ოპერაცია ჩატარდა პირველად.ეს ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაცაა! 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge