Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:22 11.08.2019
„გული არაფერზე დაიწყვიტო, ყველანი შენთან ვართ, მეთაურო და არც ისე ცოტა შეგვიძლია, როგორც შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს“

თავდაცვსი ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში პასუხობს მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენ ზაზა გაბედავას, რომელმაც გენერალ გია ყარყარაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა:

 

„როდესაც ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფ და დარწმუნებული ხარ, რომ არანაირ პასუხს არ აგებ, ვინაიდან ფიზიკურად ვერ შეძლებს შეურაცყოფილი პასუხი გაგებინოს, ორ შეცდომას უშვებ ძირითადად: 


პირველი, რომ ფიქრობ, რომ პასუხს არ აგებ და


მეორე - რომ კაცი გგონია თავი...


და საერთოდ, ძველებს უთქვამთ, ის ძაღლი არ კბენს, რომელიც ყეფს. გული არაფერზე დაიწყვიტო გია, ყველანი შენთან ვართ მეთაურო, და არც ისე ცოტა შეგვიძლია, როგორც შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge