Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:34 11.08.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს ძლიერება სწორედ მის მრავალფეროვნებაში და იმაშია, რომ განსაცდელის ჟამს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ვდგავართ და სიხარულის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს,-ასე მიულოცაc. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია, რომ შესაძლებლობა ეძლევა მოსახლეობას დღესასწაული პირადად მიულოცოს.

 

„დღევანდელი დღე არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დღევანდელ დღესასწაულს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აღნიშნავენ. მინდა მათ მივესალმო და ყურბან ბაირამი მივულოცო. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც, ამ დღესასწაულის აღნიშვნისას უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს ძლიერება არის მრავალფეროვნებაში. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ სამშობლოს და ჩვენ ვართ ამ დიდი წინაპრების შთამომავლები და თითოეული ჩვენთაგანი ამით ამაყობს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს დიდი ტრადიციები, დიდი სიყვარული მომავალ თაობებს გადავცეთ. საქართველოს ძლიერება არის სწორედ მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის ჟამს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ვდგავართ და სიხარულის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს. კედევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას ერთიან ძლიერ საქართველოში“,-მიმართა მამუკა ბახტაძემ დღესასწაულზე შეკრებილებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge