Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:59 11.08.2019
„მერე, ბიძინამ რომ დაუძახა ამათ, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მიუცუცქდებოდა პირველი! პარლამენტშიც ხომ ბიძინამ შეათრია და მილიონიც მისცა ამ დავრდომილების ე.წ. პარტიას“

ექსპერტი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში პასუხობს ლევან ბერძენიშვილის წუხანდელ რეპლიკას ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

 

„ავოეეე... თუმცა რა გასაკვირია? თავიდან, 2011-ში, 7 ოქტომბერს რომ გამოქვეყნდა ბიძინას წერილი, ამის პირველივე კომენტარი - მკვეთრად ნეგატიური იყო და ამტკიცებდა, ბიძინას შემოსვლა პოლიტიკაში კარგს არაფერს მოიტანსო. მერე, ბიძინამ რომ დაუძახა ამათ, ე.ი. ოპორტუნისტ ლიბერასტების მთელ "სასტავს", ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მიუცუცქდებოდა პირველი! პარლამენტშიც ხომ ბიძინამ შეათრია და მილიონიც კი მისცა ამ დავრდომილების ე.წ. პარტიას; ბოლოს - იმ, სწორედ მათ გამო - უდღეურ კოალიციაში, ყველას კისერზე მოჯდომა რომ მოინდომეს, ყოველგვარი პანღურის გარეშე (არადა ღირსები იყვნენ!) ძალიან ზრდილობიანად მიუთითა კარისკენ! ახლა, როცა ისევ გატეხილ ვარცლთანა ყრიან იღბლიანი მებადურის ცოლივით, ტლინკებს ისვრიან და დაიბოღმნენ "ოქროს თევზზე". სააკაშვილის იქით გზაც არა აქვთ, არადა ის "ოქროს თევზი" კი არა - ამათზე უარესი ახვარი ჩოყლაყია და რას გამორჩებიან?!“, წერს 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge