Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:24 10.08.2019
„ერთი კაბა და მძივიღა გაკლია და ხათუნა გოგორიშვილს შენი სახით იდეალური შემცვლელი გამოუჩნდება, თუმცა შენგან განხვავებით. ის ასე ბოღმით არ საუბრობს“

ბლოგერი ლევან გობრონიძე, სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს და გუბაზ სანიკიძეს მიიმართავს:

 

“ყველაფერს წარმოვიდგენდი და ასე თუ გაბოროტდებოდი და მიშა სააკაშვილსა და მის მოძმეებს კბილებით თუ დაიცავდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი. მართლა სერიოზული და პრინციპული ადამიანი მეგონე და შენი საუბრებიც მართლა კარგი მოსასმენი იყო, სანამ პირი არ აიმყრალე და ბინძური დედაკაცივით ლანძღვაზე არ გადახვედი.

სოციალურ ქსელს მაინც შეხედე, რას ფიქრობს ხალხის უმრავლესობა შენზე და რა ეპითეტებით გამკობენ, ტროლები და ბოტები რომ გელანდება, 100 დან შეიძლება 10 ტროლი და ბოტი იყოს, მაგრამ დანარჩენ 90-ს რას უშვები? ასე დაკარგო ადამიანმა სახე, მე ჯერ არ მახსოვს, ასე გაბოროტდე და ათასი სისულელე მოიგონო, ოღონდ ვიღაცებს მოეწონო და მერე თავის სუფრაზე მიგიპატიჟონ. ბირჟის უსაქმურს დაემსგავსე, მთელ დღეს ვიღაცის დამუნათებაში რომ ატარებს.

ვუყურებ ბოლო შენს გამოსვლებს აქუბარდიას გადაცემებში და მგონია რომ ცოტაც და გასკდები ბოღმისგან, როგორი შურიანი და ბოროტი ადამიანი ყოფილხარ და ვეღარ მალავ შენ შინაგან ბუნებას. ერთი კაბა და მძივიღა გაკლია და ხათუნა გოგორიშვილს შენი სახით იდეალური შემცვლელი გამოუჩნდება, თუმცა შენგან განხვავებით ის ასე ბოღმით და ღვარძლით არ საუბრობს, თუმცა ყვირილსა და მუშტების ბრახუნში კი ჰგავხართ ერთმანეთს. საინტერესოა, ბიძინას ხელში მილიონები რომ გეშოვნა, დღეს სად იქნებოდი…..” – წერს გობრონიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge