Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:14 10.08.2019
"მთავარი, არა ზრდის ან კლების მაჩვენებლებია, არამედ ის პოტენციური ზარალი, რაც რუსეთის მხრიდან ტურიზმზე ავია სანქციებმა გამოიწვია"

"მთავარი, არა ზრდის ან კლების მაჩვენებლებია, არამედ ის პოტენციური ზარალი, რაც რუსეთის მხრიდან ტურიზმზე ავია სანქციებმა გამოიწვია" - აცხადებს წამყვანი საბანკო და საფინანსო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე.


"დღეს ქვეყანაში ნამდვილი საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის ანალიტიკური კვლევები, რომელსაც ცალკეული საკონსულტაციო კომპანიები ცდილობენ რეალობად გაასაღონ. ეს მონაცემები არა თუ ერთმანეთისაგან განსხვავდება, თითქმის 4 ჯერ, გალთ ენდ თაგარტის“ ვერსიით ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო „თიბისი რისერჩის“ - ის თანახმად, 20 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, არამედ აცდენილია ოფიციალურ მონაცემებთანაც, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.


ეს მონაცემები საინტერესოა, იმ თვალსაზრისითაც რომ მას გარდა ქართული საზოგადოებისა, უცხოელი ინვესტორებიც ეცნობიან.


გაურკვეველია თუ რა მეთოდოლოგიას იყენებენ ეს კომპანიები, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისაგან განსხვავებით, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ვიზიტორებს, არამედ მოგზაურების მთლიან რაოდენობას (რეგულარული და 15 წლამდე ასაკის მოგზაურების ჩათვლით.ამასთან მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების შეფასება ასახავს მთლიან სავალუტო შემოდინებას, რომელსაც იღებს საქართველო და რომელიც წარმოადგენს მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვან კომპონენტს.


სწორედ ამ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ეროვნული ბანკის ინფორმაციით მოგზაურების შემოსავლები 2019 წლის ივლისში 375 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო წინა წელთან შედარებით დანაკლისი 58 მილიონი იყო, სადაც რუსული სანქციების ზეგავლენა 44 მლნ აშშ დოლარია.



ზოგადად კი კვლევებში მთავარი, არა გასულ წელთან შედარებით ზრდის ან კლების მაჩვენებლებია, არამედ ის პოტენციური ზარალი, რაც რუსეთის მხრიდან ტურიზმზე ავია სანქციებმა გამოიწვია და რასაც ეს კოპმპანიები რატომღაც გვერდს უვლიან.


რეალურად, კი ანალიზი სწორედ პოტენციური დანაკარგების მიხედვით უნდა დაანგარიშდეს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 433 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს სულ მცირე ეკონომიკური ზრდის წლიური 5 % ზრდის მიხედვით ავითვლით, მაშინ ავია სანქციების ზეგავლენის გამოკლებით, შემოსავლები 454 მლნ აშშ დოლარი იქნებოდა, ხოლო პოტენციური დანაკლისი ანუ ვერ მიღებული შემოსავალი გამოვა 454-375=80 მლნ აშშ დოლარი.


ეს მონაცები პრაქტიკულად ემთხვევა ეროვნული ბანკის საპროგნოზო მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ტურინდუსტრიის შემოსავლები, მარტო რუსული მიმართულებიდან, სანქციების გამოკლებით 130 მლნ აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო სანქციების შედეგად კლება მარტო რუსული მიმართულებით მინიმუმ 65 მლნ აშშ დოლარი გამოდის.


სწორედ აღნიშნული კომპანიების კვლევის შედეგებზე აპელირებს ოპოზიცია, რომ თითქოს რუსული სანქციების ზეგავლენა და 20-21 ივნისის რევოლუციური სცენარის ეფექტი ეკონომიკაზე და სავალუტო კურსზე მინიმალური იყო და ამას ხელისუფლება სათავისოდ იყენებს.


აქდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიების კვლევების რეალური მიზანი, არსებული სიტუაციის ოპოფლანგზე მხარდაჭერილი მიმართულების ლობირებაა, რადგან ორივე ეს კომპანია წამყვანი ბანკების თი ბი სი ბანკის და საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანიებს წარმოადგენენ.აღნიშნული ბანკების ოპოვნებანი კი სიახლე ნამდვილად არ არის!" -აცხადებს გიორგი ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge