Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:12 09.08.2019
„ვაშინგტონში არ ჩქარობენ, მოუწოდონ აღსაზრდელებს თბილისში და აღიარონ პასუხისმგებლობა რუს სამშვიდობოებსა და სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის“

აშშ-ს საგარეო უწყება ტრადიციულ პოლიტიზირებული და რუსოფობიური მიდგომებით უსაფუძვლოდ ადანაშაულებს რუსეთს, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამით რუსული დიპლომატიური უწყება საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება.

 

„სახელმწიფო დეპარტამენტმა 2008 წლის 8 აგვისტოს, ქართული აგრესიის წლისთავზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა მკრეხელობა სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთა მიმართ. ამასთან, ვაშინგტონში არ ჩქარობენ, მოუწოდონ აღსაზრდელებს თბილისში, გამოავლინონ პოლიტიკური ნება და აღიარონ პასუხისმგებლობა რუს სამშვიდობოებსა და სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის. ამის მაგივრად, აშშ-ს საგარეო უწყება ტრადიციულ პოლიტიზირებული და რუსოფობიური მიდგომებით უსაფუძვლოდ ადანაშაულებს რუსეთს. მზად ვართ შევახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი მხარე მივიდა ცხინვალის დასახმარებლად და რეალურად, გენოციდის აქტი აღკვეთა. მზად ვართ ამერიკულ მხარეს იმდროინდელი მოვლენების ქრონოლოგია გადავცეთ. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, აშშ-ს არ გამოაქვს გაკვეთილები ისტორიიდან და თვალს ხუჭავს ქართველი პროტეჟეების დანაშაულზე. სწორედ ასეთი რწმენა დაუსჯელობაშო შობს ასეთ ტრაგიკულ მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ უარს იტყვიან ამ პრაქტიკაზე და თავის მაგალითზე აჩვენებენ „მეგობრებს“ ჭეშმარიტ დემოკრატიული მიდგომებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge