Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:23 09.08.2019
"ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ... ხომ გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას" - გვარამია - ივანიშვილს

მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი, - ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს და საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას მისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.

 

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი უკვე მეორედ გადაკვეთა, ვინაიდან მისივე განმარტებით, კორუფცია მისთვის უმიძესი დანაშაულია.

 

„მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს “ინტერმედიასთან” და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე “ინტერმედიას”, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია „ინტერმედიაში“ და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?


ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.


ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ... ხომ გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას. პირადად. გპირდები“, - წერს გვარამია.

 

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge