Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:46 09.08.2019
"საქართველომ ნება უნდა დართოს რუსულ და აფხაზურ გემებს ანაკლიის პორტით ტვირთების გადასაზიდად"

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"უილიამ კორტნი: "საქართველომ ნება უნდა დართოს რუსულ და აფხაზურ გემებს ანაკლიის პორტით ტვირთების გადასაზიდად"


საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის თქმით, თბილისმა მეტი უნდა გააკეთოს თავდაცვის გაძლიერების მხრივ, ამისთვის ერთ-ერთ გზად კი ანაკლიის პორტის პროექტის დასრულებას მიიჩნევს.


„როგორც კი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი დასრულდება, საქართველოს შეეძლება მეტად გაამყაროს თავისი უსაფრთხოება იმით, რომ ნება დართოს რუსულ და აფხაზურ გემებს, რომ გამოიყენონ ეს ადგილი ტვირთის გადასაზიდად. ამას ასევე შეუძლია დაეხმაროს ტვირთბრუნვის გაზრდას, რაც თავის მხრივ დაფარავს პორტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ხარჯებს“, - ასეთია ყოფილი ელჩის თვალსაზრისი.

https://www.amerikiskhma.com/a/diplomats-on-au…/5034606.html

----------

კი, მაგრამ რას იტყვის მაიკ პომპეო, ამას რომ გაიგებს? მაიკი გვეუბნება - რუსეთს (და ჩინეთს) არ ენდოთ, არცერთი ანაკლიას საერთოდ არ გააკაროთო." - წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge