Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:40 04.08.2019
მოსკოვში საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც არბევენ, არ წყდება

2019 წლის სექტემბერში, რუსეთის დედაქალაქის დუმის არჩევნებია, რომელშიც სულ 45 დეპუტატი წარმოადგენს მოსკოვის 7,2 მილიონი ამომრჩევლის ინტერესებს და (კანონის თანახმად) განკარგავს რუსეთის ფედერაციის ყველა სხვა სუბიექტზე დიდ ბიუჯეტს (2019 წელს 2,74 ტრილიონი რუბლი). 2000-ანი წლების დასაწყისიდან დუმას ფორმალურად მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ აკონტროლებს. დამოუკიდებელი რუსული გამოცემების ცნობით, წელს საარჩევნო კამპანიის დროს დეპუტატობის კანდიდატები დამალავენ თავიანთ კავშირს მმართველ პარტიასთან. ხოლო კურატორები მოსკოვის მთავრობიდან შეეცდებიან ადგილობრივ დუმაში ახალი ადამიანების გაყვანას, რომლებსაც გამარჯვებისთვის ქალაქის ჩინოსნების კრიტიკის და დამოუკიდებლად მოქმედების ნებაც კი დართეს. კამპანია დიდი საპროტესტო გამოსვლების და მასობრივი დაკავებების ფონზე წარიმართა. ანალიტიკოსების თქმით, ხელისუფლებამ მოსკოვის არჩევნები თავად გარდაქმნა ქაოსად და ამის დასტურად მათი ოთხი ნაბიჯი მოჰყავთ.

 

 

არ დაუშვეს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობა

 

მოსკოვის საქალაქო დუმა - რუსეთის ყველაზე გავლენიანი რეგიონული პარლამენტი არ არის. მისი არჩევნები არასდროს იწვევდა დიდ ინტერესს: ამომრჩევლების აქტივობა მათზე მუდმივად მცირდება: პირველ არჩევნებზე 1993 წელს მან 51% შეადგინა, ბოლო არჩევნებზე 2014 წელს კი - ოდნავ გადააჭარბა 20%-ს. ბევრი წლის განმავლობაში ხელისუფლება სადეპუტატო ადგილების უმრავლესობას აკონტროლებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი იქ იშვიათად ხვდებიან.

წლევანდელი კამპანიის დაწყებამდე მერიაში უკვე იცოდნენ ვის დაუჭერდნენ მხარს. მათგან მხოლოდ რამდენიმე აღარ მონაწილეობს კენჭისყრაში. მაგალითად, ნიუტა ფედერმესერი, რომელსაც იმავე ოლქიდან უნდა ეყარა კენჭი, რომელშიც თავის კანდიდატურას აყენებდა ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტი ლუბოვ სობოლი. ფედერმესერმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. სობოლი არ დაარეგისტრირეს.

ვარაუდობენ, რომ მოსკოვის მერიაში ემზადებოდნენ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ადრინდელზე რთული იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ახალ კანდიდატებს საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირებისთვის ხელისუფლების კრიტიკის უფლება მისცეს. თუმცა ქალაქის ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად ამ რაოდენობის დამოუკიდებელი პოლიტიკოსების მონაწილეობისთვის, რომლებიც ან ნავალნისთან დაახლოებულები ან ლიბერალური პარტია „იაბლოკოს“ წევრები არიან.

ამასთან, მოსკოვის მერიაში წინასწარ იცოდნენ, რომ დუმაში დამოუკიდებელ კანდიდატებს არ დაუშვებდნენ, მხოლოდ დეტალებს აზუსტებდნენ - არავინ დაეშვათ თუ ვინმესთვის მაინც მიეცათ მონაწილეობის უფლება.

შედეგად, საარჩევნო კომისიებმა არჩევნებმადე არ „მიუშვეს“ არც კრასნოსელსკის რაიონის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელი ილია იაშინი, არც ლუბოვ სობოლი, არც სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატები სერგეი მიტროხინი, დიმიტრი და გენადი გუდკოვები, არც მუნიციპალური დეპუტატები კონსტანტინე იანკაუსკასი და იულია გალიამინა, არც კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი. საარჩევნო კომისიები ამტკიცებდნენ, რომ კანდიდატთა მხარდამჭერი ხელმოწერები დარღვევებით შეგროვდა, მიუხდავად იმისა, რომ კანდიდატებს ხელმომწერები ადგილზე მიჰყავდათ. 

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსკოვის ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ მათ პროცესი დახვეწილად ვერ წარმართეს.

 

 

სასტიკად დაარბიეს დემონსტრანტები

 

27 ივლისს მოსკოვის მერიის მოპირდაპირე მხარეს მოწყობილი ღონისძიება ქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო. თავად ოპოზიციონერები ამტკიცებდნენ, რომ ამ პროცედურის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობდა, რადგან ეს იყო „საერთოსაქალაქო შეხვედრა კანდიდატებთან, რომელთაგან ზოგიერთი მუნიციპალური დეპუტატია“.

საბოლოოდ, საპროტესტო აქცია სასტიკად დაშალეს. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ძალას იყენებდნენ არამხოლოდ დემონსტრანტებთან შეტაკებებისას, არამედ იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევდნენ. პოლიციელებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაპატიმრება, რომელთა პროტესტიც დასაწყისში მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ქალაქის ცენტრში გადაადგილდებოდნენ.

„მასობრივი არეულობის“ შესახებ საქმის ფარგლებში 10 ადამიანზე მეტს სიხლის სამართლის პასუხისმგებლობა და პატიმრობა ემუქრება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამოწმებს დაკავებულებს, რომლებიც „ხანგრძლივი დროის“ განმავლობაში თავს არიდებდნენ სამხედრო სამსახურს.

ადამიანებს აპატიმრებდნენ არამხოლოდ 27 ივლისს, არამედ 14 ივლისის აქციაზეც, რომელიც მოსკოვის საარჩევნო კომისიასთან იმართებოდა. მაშინ 38 ადამიანი დააკავეს.

 

 

საპროტესტო აქციების შესახებ ცრუობდნენ

 

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში აცხადებდა, რომ დემონსტრანტები მერიის შენობის შტურმით აღებას აპირებდნენ, რაც დამოუკიდებელი დამკვირვებლების თქმით, სიცრუეა, რადგან ასეთი მოწოდებები არავის გაუკეთებია. სობიანინი ამბობდა, რომ მომიტინგეებმა პოლიციას ძალის გამოყენება „აიძულეს“, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე სიცრუეა: პოლიცია სცემდა და აკავებდა მათაც კი, ვინც არაფერს აკეთებდა.

სობიანინი ხაზს უსვამდა იმას, რომ აქციის ბევრი მონაწილე მოსკოველი არ იყო. ეს პროპაგანდისტული ხერხია: მიტინგებში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, ხოლო თავისუფალი არჩევნები მხოლოდ მოსკოველებს არ აღელვებთ, - წერენ ოპოზიციური გამოცემები.

 

 

მიტინგების ხელისუფლებასთან შეთანხმებას ფასი დაუკარგეს

 

ც სადაც ის ცდილობდა ქალაქის ხელისუფლებისგან თანხმობა მიეღო 3 აგვისტოს აქციის ჩატარებაზე. ის უმალ დააკავეს, შემდეგ კი დააპატიმრეს 30 დღით მიტინგის ჩატარების წესების ხელახალი დარღვევის ბრალდებით.

3 აგვისტოს აქციაზე მერიის თანხმობის მიღება ვერ შეძლო ვერც სვეტოვმა და ვერც ვერავინ. მუნიციპალური დეპუტატები შეეცადნენ მერიასთან პიკეტების შეთანხმებას, მაგრამ სობიანინის უწყებამ ამაზეც უარი თქვა. საბოლოოდ, მერიამ ორგანიზატორებს მიტინგის ჩატარების უფლება სახაროვის პროსპექტზე 10 აგვისტოს მისცა, რითაც აჩვენა, რომ ორგანიზატორების სურვილის გაუთვალისწინებლად მზადაა მათ მხოლოდ ერთი ადგილი გამოუყოს, ისიც კრემლისა და მერიისგან მოშორებით.

 

 

 

იმედი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge