Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:02 02.08.2019
"ნატო არ გადადგამს მოუფიქრებელ ნაბიჯებს და რუსეთის მიბაძვას არ შეეცდება"

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეათანხმა გეგმა, რომელიც რუსეთის მიერ ახალი რაკეტების შესაძლო განლაგებას დაუპირისპირდება. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

„მნიშვნელოვან რისკებს, რომელიც მომდინარეობს რაკეტა „9М729“-სგან, ნატო აწონილად და პასუხისმგებლობით მოეკიდება. ჩვენ ბალანსირებული, კოორდინიებული და თავდაცვითი ზომების პაკეტი შევათანხმეთ“, - განაცხადა მან.

 

სტოლტენბერგის სიტყვებით ნატო „არ გადადგამს მოუფიქრებელ ნაბიჯებს და რუსეთის მიბაძვას არ შეეცდება“. „ჩვენ არ გვინდა ახალი გამალებული შეიარაღება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

ამასთან, ალიანსის დიპლომატების თქმით, ნატო აცხადებს, რომ ამერიკაში ბაზირებული რაკეტების რაოდენობა გაიზრდება, ასევე სავარაუდოდ მოიმატებს აშშ-ს იმ თვითმფრინავების ფრენების ინტენსივობა ევროპის გარშემო, რომლებსაც ბირთვული ბომბების ტარება შეუძლიათ. ნოემბერში აშშ საშუალო სიშორის რაკეტის გამოცდასაც გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების აკრძალვის შესახებ 1987 წლის ხელშეკრულების მოქმედება დღეს გაუქმდა. ნატო-ს სახელმწიფოებმა ამ ხელშეკრულების დარღვევაში რუსეთს დასდეს ბრალი და მისი მოქმედების შეწყვეტაზეც სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს.

 

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge