Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:44 01.08.2019
რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს

რუსული მედიის ინფორმაციით, „რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს“.

 

„სამხრეთ ოსეთის“ პარლამენტის მიმართვას, 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის შესახებ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

 

აღნიშნული მიმართვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტმა ათი დღის წინ გაუგზავნა.

 

„სამხრეთ ოსეთის“ პარლამენტის განცხადებას 1920 წელს საქართველოს მიერ ოსების გენოციდის შესახებ სახელმწიფო სათათბიროში ყურადღებით მოეკიდნენ. დუმის საბჭოს უახლოეს სხდომაზე, (რომელშიც შედიან სათათბიროს ხელმძღვანელობა, ყველა პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელები და კომიტეტის თავმჯდომარეები) ამ საკითხს განვიხილავთ“, - განუცხადა ვოლოდინმა ჟურნალისტებს.

 

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge