Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:29 29.07.2019
"დევიდ ლინჩს საქართველოში მისი სახელობის კინოაკადემიის შექმნა სურს"- ივანე ბაქრაძე

 

ქართულ-ამერიკულ ფილმსსხვა მე, რომლის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა, მაყურებელი მოუთმენლად ელის. ეს მოლოდინი ბუნებრვია, მაყურებელს ჰოლივუდის მსახიობები და ოსკაროსანი პროდიუსერები ყოველთვის იზიდავსგიგა აგლაძემ „სხვა მესგადაღება უკვე დაასრულა.


ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ლინჩთან ერთად ქართველი ბიზნესმენი ივანე ბაქრაძეა. ის წარმატებული ნავთობ-ტრეიდერია 30-წლიანი გამოცდილებით. ბელიზში მისი დაფუძნებულია ტრანსნაციონალური ნავთობიმპორტიორი კომპანიაფრიონა კომერსი”, რომელიც ნავთობპროდუქტებით ძირითადად თურქმენეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით ვაჭრობს.


ივანე ბაქრაძის ბიზნეს პორტფოლიო შედგება, როგორც ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციებისგან (ტრეიდი, გადაზიდვა, გადამუშავება), ასევე სამშენებლო, საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგეტიკის და კინოინდუსტრიის სეგმენტებისგან. ივანე ბაქრაძემ გიგა აგლაძესთან ერთად 2017 წელს დააფუძნადევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაში“.

 


ბატონო ივანე, საქართველოში უკვე დასრულდა გიგა აგლაძის ფილმისსხვა მეგადაღება. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი თქვენ და დევიდ ლინჩი ხართ. რა ეტაპზე ხართ ახლა?

ფილმის გადაღება დავასრულეთ. ჩვენთან ერთად ფილმის პროდიუსერია ოსკაროსანი ჯოანა პლაფსკი. საქართველოში იმყოფებოდნენ ჰოლივუდის ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები, როგორებიცაა ჯიმ სტარჯესი, ანდრეა პეჟიკი, ჯორდი მოლა, რონა მიტრა, როჯერ ეშტონ გრიფიტი, მაიკლ სოკა, ანტონია კემბელი, ორლა ბრედი. ფილმი კანის ფესტივალზე უკვე დაანონსდა და ეს ისეთ გამოცემებში გაშუქდა, როგორებიცაა Hollywood Reporter და Screenday. ფილმის შემდგომ საერთაშორისო პრომოუშენსა და დისტრიბუციას საკუთარ თავზე ამერიკული კომპანია CMG იღებს. ფილმი ახლა დასამონტაჟებლად ამერიკაში მიგვაქვს. ბატონი დევიდ ლინჩის სურვილია, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ფილმი დასრულებული იქნება და დიდი ალბათობით, მას მაყურებელი ბერლინის კინოფესტივალით გაიცნობს.


– როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დევიდ ლინჩი დაინტერესებულია საქართველოში თავისი სახელობის კინოაკადემიის შექმნით.


– 2 წლის წინათ, დევიდ ლინჩის საქართველოში ვიზიტის დროს, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი. საქართველო უდიდესი კინოტრადიციების ქვეყანაა. ეს კარგად დაინახა დევიდ ლინჩმა და შევქმენითდევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაშიასეთი პროექტების განხორციელების მიზნით. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობაც აცნობიერებს ასეთი კინოაკადემიის შექმნის მნიშვნელობას. დამეთანხმებით ალბათ, როცა ქვეყანაში ჰოლივუდის ამდენი ვარსკვლავი ჩამოდის და დევიდ ლინჩი პირადად არის ჩართული აქ დიდი პროექტების განხორციელებაში, ეს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო პრომოუშენი და სტაბილურობის გარანტიაა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge