Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:38 24.07.2019
„თურმე ტყვიავში გვყოლია ერის მამა და მესია - ქვეყანას გამოაღვიძებს, მოცულს საღათას ძილითა, რევოლუციას მოახდენს ტაოტიანი "ზილითა"

ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის ლექსი ირაკლი ოქრუაშვილს:

 

სიმართლეს ვერ გავექცევით,
ეს ჩვენი ადათ-წესია,
თურმე ტყვიავში გვყოლია
ერის მამა და მესია.
ქვეყანას გამოაღვიძებს,
მოცულს საღათას ძილითა,
რევოლუციას მოახდენს
ტაოტიანი "ზილითა".
კაცობრიობა აფასებს
მის იდეებს და გუმანსა,
მიტინგებს დააფინანსებს,
გადმოგვცემს თითო თუმანსა.
იქით ჭორვილას წიხლსა ჰკრავს,
აქეთ სოლოლაკს ძვრას უზამს,
ჯერ ივანიშვილს დაიჭერს,
მერე პუტინსაც წაკუზავს.
შემოიმტკიცებს უთუოდ
ევროპასა და აზიას,
ეგრევე დედას მოუტყნავს
მსოფლიო ბურჟუაზიას.
აქ დიქტატურა მძვინვარებს,
არის ასეთი ვერსია,
მშრომელთა ფართო მასები
ტელევიზორში კვნესიან.
დაჯდება, დაწერს სათუთად
განცხადებას და ჩვენებას,
ადგება, უცებ მოითხოვს
მთავრობის გადაყენებას.
სიმართლეს ვერ გავექცევით,
ეს ჩვენი ადათ-წესია,
სოფელ ტყვიავში გვყოლია
ერის მამა და მესია!

***
ტაში, კუკური!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge