Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:25 23.07.2019
„არადა, რა ცოტა ყოფილა ბედნიერებისთვის საჭირო... უბრალოდ: - გამოგივლი, გაემზადე...„

ლალი მოროშკინას ესე:

 

...არა, კი არაფერი იფიქროთ, წუწუნი საერთოდ არ მჩვევია... დღეს ერთმა ფრაზამ გამომაფხიზლა და უკან მიმაბრუნა წარსულში... საბურთალოს ერთ-ერთ " არკიან" სახლში, ლამაზი დარბაისელი ქალბატონის სამძიმარზე გახლდით.... უამრავი ადამიანი მოსულიყო ამ არაჩვეულებრივი ოჯახის პატივის მისაგებად... სადარბაზოსთან, ჩვეული, მონატრებული " საბურტალინსკი" ბირჟა....


უცებ ჩემს გვერდზე მდგომმა, უცნობმა მამაკაცმა ტელეფონში ვიღაცას მიაძახა:


-გაემზადე, მალე გამოგივლიო და "არკისკენ" დაიძრა...
ისეთი რეაქცია მქონდა, თითქოს თავში ჩამარტყეს...
"გაემზადე მალე გამოგივლი, გაემზადე მალე გამოგივლიიი..."
ექოსავით მიკაკუნებდა სადღაც ნათხემსა და რქოვანას შორის...
თურმე ამ მარტივმა სიტყვათა წყობამ შეიძლება გამოგაფხიზლოს, შეგანჯღრიოს, დაგაფიქროს...
ვინ ვარ მე?
ხვალინდელის შიშით დღევანდელის დამმარხველი?
ვინ ვარ მე, ქალი?
ბოლოს როდის მითხრეს
-გამიგივლი გაემზადე...
ეს მე ვამბობ :
-გამოგივლით,
ეს მე ვამბობ:
- ზეთს ვცვლი და მოვალ,
ეს მე ვამბობ:
-მწვანე გიფსოკარდონი ააკარით, ნესტია..
ეს მე ვამბობ:
-"აბშივკა რუსკი ლესი" 180 კვ.მ "ვედეენხაზეა" და დამიტვირთეთ,
ეს მე ვამბობ:
-მარტივად, კუბაკვადრატი შეკარით, რას იგონებთ ველოსიპედს...
- ეს მე, საკუთარი ხელით ვფხიკავ კახურ 300 წლიან ქვას, და "რასშივკაში" ვსვამ...


ჩემია ფრაზა :
Пиво без водки, деньги на ветер და არა ჯეიმს ბონდურ-ნაშურად, Martini Shaken, not stirred...
ეს მე უკვე მეხამუშება ქუსლები,
არ ვიცი სად "ზის" კოსმეტოლოგი,
ეს მე ვსესხულობ და ვაბრუნებ ბანკში არაევროპულ პროცენტებს....
ეს მე შიმიძლია წამის მეასედში, გადმოვქანდე მანქანიდან და "კალუმბიისკი გალსტუკი" შევუკრა უზრდელ ვიგინდარას ....
-ეს მე, "პა ხოდუ" არასოდეს გავექცევი პასუხისმგებლობას და მერე, დავიწყებულზე და განელებულზე კიდე "მივაკანტროლკებ"...
ვინ ვარ მე?
ვ ი ნ ვ ა რ მ ე???
არადა, რა ცოტა ყოფილა ბედნიერებისთვის საჭირო...
უბრალოდ:
-გამოგივლი, გაემზადე...


P.S. და მაინც #ესქალაქიჩემია, პეროც "შკატულკაშია"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge