Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:02 23.07.2019
„არცერთ ომს, არცერთ უცხოელ დამპყრობელს ხმლით იმდენი ზარალი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამდენიც ამ „მშვიდობიან“ ტყვეთა სყიდვამ მიაყენა მას“
FB გვერდი „მემატიანე“:
''300 წელიწადი მძვინვარებდა საქართველოში ტყვეთა სყიდვა.300 წელიწადი ძარცვავდა ღვთისრისხვად მოვლენილი უბედურება ქართულ აკვანს. 300 წელიწადი იღვრებოდა და ირყვნებოდა ქართული მიწა ყველაზე მძიმე კაეშანით. ყველაზე მწარე წუხილით...'' დღეისათვის ძალზე რთულია, დადგინდეს, თუ რა რაოდენობის ადამიანი გაიყვანეს მარტო XVII-XVIII საუკუნის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან, თუ ვივარაუდებთ, რომ წელიწადში მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან 1000 ადამიანი გაჰყავდათ, საუკუნის განმავლობაში მათი რიცხვი 100 ათას კაცს აღემატებოდა. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც წელიწადში 1000-დან 3000 კაცამდეც კი გაჰყავდათ სამეგრელოდან და იმერეთიდან, ამას თუ დავუმატებთ აღმოსავლეთ საქართველოდან ლეკთა მიერ მოტაცებულ და გაყიდულ ადამიანთა რაოდენობას, შესაძლოა, გაყიდულ ადამიანთა საერთო რიცხვი რამდე-ნიმე ათასი ადამიანი ყოფილიყო. სწორედ ამის გამო ბრძანებდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი - „არცერთ ომს, არცერთ უცხოელ დამპყრობელს ხმლით იმდენი ზარალი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამდენიც ამ „მშვიდობიან“ ტყვეთა სყიდვამ მიაყენა მას“.
პს: ახლა კი ჩვენით ვყიდით მათზე მიწებს, რომ იქნება და როგორმე მალევე მოგვიღონ ბოლო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge