Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:45 23.07.2019
„9-საათიანმა „კურიერმა“ ყველას დაანახა ჭაობში ჩავარდნილი ხალხი, რომლებიც ზედმეტად ფართხალებენ არა ამოსასვლელად, არამედ, უფრო ჩასაძირად“

ჟურნალისტ გია გაბრიჭიძის ბლოგი:

 

საოცარი რაღაც ხდება და რაც ხდება ამასთან სიტყვა "ლუსტრაცია" ძაალიან რბილი განმარტებაა. ვუყურებ 9 საათიანი კურიერს, რომლის "სარედაქციო დამოუკიდებლობა" სრულად შენარჩუნებულია. შენარჩუნებულია ზუსტად ისე, რასაც გვარამიას, სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მიერ ჟურნალისტიკის აღქმა და ფორმატი განსაზღვრავს. ტყუილები, ცილისწამება, ნებისმიერი თემის წარმოჩენა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფის ჭრილში. იმ თემების წამოწევა და მისი "სკანდალურ" სტილში განხილვა, რაც ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული და უფრო მეტიც, აბსოლუტურად აღარ აინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ ნერვებს უშლის. 

 

პირველი სამი სიუჟეტი: ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების "ლიდერთა" მახინჯი აზროვნების ნაყოფის უდაო ჭეშმარიტებად გასაღება. მაია ცქიტიშვილზე, უდაოდ წარმატებულ მინისტრზე კენჭების სროლა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა კომენტარების დამახინჯება ე.წ. "დამოუკიდებელი ჟურნალისტის" ინტერპრეტაციით, დ.ა.შ. ნათლად აჩვენებს ამ ხალხის "დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას". აპელირება ე.წ. "რეიტინგზე" და ამ სიტყვის მნიშვნელობის დამახინჯება. მილიონჯერ მაქვს დაწერილი და ნათქვამი, რომ "რეიტინგი" და "ნახვადობა" ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. "ნოდარიკომ" და ბაღაშვილმა რუსთაველზე შიშვლებმა რომ ირბინონ, ნახვადობის მთვლელი უზარმაზარ ციფრებს დაწერს, რაც "რეიტინგის", ანუ საზოგადოების მხრიდან მოწონება-არ მოწონების ნიშნულის განმსაზღვრელი საერთოდ არ არის. 9 საათიანმა კურიერმა ყველას დაანახა ჭაობში ჩავარდნილი ხალხი, რომლებიც ზედმეტად ფართხალებენ არა ამოსასვლელად, არამედ უფრო ჩასაძირად. სააკაშვილი, გვარამია და ძმანი მათნი ორმაგად დამნაშავენი არიან. ორმაგად დამნაშავენი იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხალხს, ვისაც ჟურნალისტობა სურდა პროფესია წაართვეს და თავიანთი რევანშისტული და ბოღმიანი სურვილების ასრულების გზაზე, ჩვეულებრივ ჭანჭიკებად გამოიყენეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge