Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:44 22.07.2019
„დავით აღმაშენებელზე ლექსის წაკითხვა რომ დაიწყო, ფეხზე წამოდგა - სახელოვანი მეფის მიმართ მოწიწების ნიშნად პოეტი მხოლოდ ამ ლექსის დროს წამოდგა ფეხზე“

ხელოვნებაა თვით უკვდავება ანა კლანდაძეზე მოგონებას აქვეყნებს:

 

ანა კალანდაძე ფაქიზი სულის პატრონი იყო. მან ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო და დრთოა განმავლობაში მისი შემოქმედება უსაზღვროდ პოპულარული გახდა. პოეტის ცხოვრების გზა ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა, მისი ლექსების ბეჭდვაც ბევრჯერ აკრძალეს და უსამართლო დამცირებაც არაერთხელ აიტანა. ერთხელ ანა კალანდაძის პოეზიის საღამო გაიმართა, პოეტი თავის ლექსებს სავარძელში დამჯდარი კითხულობდა. დავით აღმაშენებლის ლექსის წაკითხვა რომ დაიწყო, ფეხზე წამოდგა “ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა”. სახელოვანი მეფის მიმართ მოწიწების ნიშნად პოეტი მხოლოდ ამ ლექსის დროს წამოდგა ფეხზე. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არასდროს მისულა პოეტი გამომცემლობაში და თვითონ არ უთხოვია წიგნის გამოცემა. მურმან ლებანიძეს, სიმონ ჩიქოვანს და ვახტანგ ჯავახაძეს ამ მხრივ ინიციატივა ხშირად გამოუჩენიათ, რომ მისი წიგნი გამოსულიყო. ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, არც ინტერვიუები უყვარდა და არც ხალხმრავლობა. მას ჰყავდა მგობრების გარკვეული წრე, რომლებთანაც ბოლომდე იხსნებოდა და თავის გულისნადებს უზიარებდა. ამას კოლეგები პოეტის განსაკუთრებლობას მიაწერდნენ. ამბობდნენ, დიდი პოეტები მიდრეკილნი არიან მარტოობისკენ და დახურულ ცხოვრებას ეწევიანო. ამის გამო, ანა კალანდაძეს ხშირად ადარებდნენ გალაკტიონს. თუმცა პოეტი თხოვნაზე უარს ვერ ამბობდა და როცა დათანხმდებოდა, მერე კიდევ სწუხდა, ახლა სხვაგან მეპატიჟებიანო. რაკი ხალხი ასეთ სიყვარულს უცხადებდა, იძულებული იყო, წასულიყო მათთან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge