Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:49 21.07.2019
ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ იმარჯვებს

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ იმარჯვებს.

 

კერძოდ, ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 43,9% მიიღო, „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ 11,5%, „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,9%, „ბატკივშჩინამ“ 7,6%, პარტია „გოლოსმა“ კი 6,3%.

ტელეკომპანია „112“-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 42,7% მიიღო, „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ 12,9%, „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,8%, „ბატკივშჩინამ“ 8,5%, პარტია „გოლოსმა“ კი 6,5%.

ტელეკომპანია „112“-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 42,7% მიიღო, „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ 12,9%, „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,8%, „ბატკივშჩინამ“ 8,5%, პარტია „გოლოსმა“ კი 6,5%.

SOCIS і КИУ-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 44,7% მიიღო, „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ 12,2%, „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,5%, „ბატკივშჩინამ“ 7,5%, პარტია „გოლოსმა“ კი 5,9%.

ТСН-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 44,4% მიიღო, „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ 12,5%, „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,5%, „ბატკივშჩინამ“ 7,7%, პარტია „გოლოსმა“ კი 6%.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge