Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:01 12.07.2019
"შევსწრებივარ, როგორ მიათრევდა შავოსან მოხუცებულს, ორი ,,ამბალი” ავტობუსიდან იმიტომ, რომ ამ საცოდავმა შვილიშვილის ბარათით აიღო ბილეთი"

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი დათო გაბისკირია საკუთარ გვერდზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

იმდენმა უცნობმა გააზიარა,თვითონ მიხვდებით,რამდენს აქვს ეს ყელში ამოსული.. ვკითხულობ გაზიარებულზე მიწერილ კომენტარებს და დავამატებ ზოგიერთი უზრდელი მოლაქლაქისთის..,რომელიც წერს, რომ თურმე ,,ვიღაც ჯანდაბა დათო ტყუის". ამოიღონ ვერის ბაღის კამერებიდან მასალა და დამნაშავე დაისჯოს... მოსულა? მე არ ვიკადრე პოლიციაში განცხადების დაწერა თორემ კამერები იქ არაა?

ქალაქი უნდა იცნობდეს თავის ,,ახვრებს"
----------------------------------------------------------


ჩვენს ქალაქში ,ღორის ტილს,სუუუულ ცოტა ძალაუფლებაც არ უნდა მისცე. არ ვიცი, რა გვაქვს ასეთი გენში, აუცილებლად, იმ ცოტა ძალაუფლებითაც, რომ ვინმეს უნდა დავაჯდეთ თავზე. განსაკურებით, პროვინციელების დამახასიატებელი თვისებაა ეს.


,,
კონტროლიორები - ამ ხალხზე, ამბავიც კი მაქვს დაწერილი პირველ წიგნში. ეს ადამიანები პოლიციელობას ,,ვერშემწვდარი ,მაგრამ მაინც, ფორმაში გამობღენძილი ტიპები. ჰო ყველა არა, მაგრამ ძირითადად ეგრეა. შესწრებული ვარ, როგორ მიათრევდა..სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შავოსან მოხუცებულს, ორი ,,ამბალი,ავტობუსიდან იმიტომ, რომ ამ საცოდავმა, შვილიშვილის, მოსწავლის თუ სტუდენტის ბარათით აიღო ბილეთიარც მაშინ განძრეულა ხალხი ნაცრისფერი. მე და კოტო ჭანტურიშვილს მოგვიწია ხელის გაშლა მაშინაცერთხელ მე და აწ. უკვე ცნობილი) ,,მელა მოვდივართ და ვხედავთ, მორკინალის პირდაპირ,ამ ახვრებს, ასე 13-14 წლის ბიჭი ჰყავთ აყუდებული ,,სტოლბასთან და დედას აგინებენ..დედას!ეს ბავშვი შეშინებული, უხმოდ დგას. ჩავერიეთ და და თავხედი სახით ერთმა მიხრა , - მიჩივლე თუ არ მოგწონსო... მეორემ - კამერა მომიშვირა და გიღებ იცოდე, ჰა, აბა რამე გააკეთეო.


ვიდრე რამეს ,,ჩაიდენ, ჟანდარმერიაც იქ არის ხოლმე და ვისი გავა, კი მიხვდებით თავად. თანაც, ჩემნაირი კაცისთვის თან თუ სასამართლოსთან ადრე რამე შეხება გქონდა ხო საერთოდ მეც გადავეყარე ამას წინათ მსგავს დუეტს.ორი უზრდელი ბიჭი და გოგო, მიუხედავად იმისა, ფული ხელში მიჭირავს, ჩამათრიეს კიროვის ბაღთან.  ჩემი პირადობის ნომერი იმდენჯერ ვერ შეიყვანა, ამ ქალს ვუთხარი, სკოლაში უნდა გესწავლა წერა-კითხვა თქო,იქამდე არიან განაგლებული -ტიპი გაჩერებიდან შორს ბაღის შესასვლელტან დამეწია და ხელიც მოიქნია. მომხვდა და კინაღამ ერთ ადგილზე გავსკდი ბოღმითოდავითრიე და..ეგრევე გაჩნდა პოლიცია. ქალი კივის, წივის, - თავს დაგვესხაო. პოლიცია დაბღვერილი მიყურებს..ერთი კი წავიბურდღუნე, - კამერებიდან ჩანაწერები მაინც ამოირეთ თქვე დალოცვილებო თქო და გავჩუმდი. რატომ? იმიტომ, რომ უნდა დამეწერა მაშინ ,,განყოფილებაში საჩივარი და ამ სიბერეში,,გაბოზება გვიანაა ჩემთვის. დამაწერინეს ხელწერილი, რომ პრეტენზია არა მაქვს. ჩემდა გასაკვირად, ერთმა ქალბატონმა პოლიციელმა კი უთხრა ამათ..ძალიან გაგივიდათ თქვენ თავსო , მაგრამ მიტინგების პერიოდი იყო და არ ცხელოდათ ჩვენთვის. წამოვედი კუდამოძუებული. გადავაწყდი ცოტა ხნის შემდეგ ისევ ვერაზე. ვერ მოვისვენე, მივედი და ვეცადე კაცურად, ჩვენებურად ამეხსნა. მიუხედავად იმისა,რომ ,,წაგებული ვიყავი. ყველაფერი ქნა მდგომარეობიდან გამოვეყვანე. შევთანხმდით, შევხვედრილიყავით სადმე უკამეროდ.ჩვენ მივედით.. ისინი - არა, რა თქმა უნდა. გავიდა დრო..ქუჩაში მოვდივარ და ვხედავ.. ამ ტიპს ეხლა ვიღაც ბაბუ ყავს აყუდებული და ისევ ისე..ამაზრზენი ტონით,კამერას და ლურჯ ,,საროჩკას ამოფარებული ზრდელება. ჩავედი და რომ დამინახა რას მეუბნება იცი? ბიჭოო, რაზე არ მობრძანდი იქ? სად იყავი.? ძლივს შევიკავე თავი .. ფოტო კი გადავუღე. არასდროს არავისთვის მიჩივლია, არც ეხლა ვაპირებ მაგრამ, სულ ცოტა ამ ახვრებმა სამსახური არ უნდა დატოვონ, ვიდრე ვინმე ,,სროკზე არ წავა. ან ამათ მიასიკვდილებს ვინმე ჩემნაირი.


.. გაგეცინებათ და ქალიც ვიპოვნე)... ისევ იმ ...მიჩივლე თუ გინდა" სიფათით“ - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge