Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:53 12.07.2019
"ჩვენ ისევ მონოლოგებით დიალოგის სამყაროში ვცხოვრობთ, მტერი იცინის და ემზადება" - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მორალს და პათეტიკას თავი რომ გავანებოთ, რა იყო გახარიას მთავარი შეცდომა?


მისი "ინტელექტუალური შტურმი" განკუთვნილი იყო ე.წ. "ანტი-ნაცისთვის", რომელიც ამის გარეშეც "უპრავებს" ყველაფერს. ეს სეგმენტი ისედაც თანახმაა ნაცებისთვის სახელმწიფო გადატრიალების ჩადებაზე. 


რა უნდა გაეკეთებინა?


უნდა ეჩვენებინა ადამიანური სახე. რომ ის გულწრფელად (არა ფორმალურად) ნანობს იმას, რაც მოხდა აუცილებელი მოგერიების ფაზის შემდეგ.


დანარჩენი წყალია. ვიღაცა შეაქებს, ვიღაცა შეაგინებს. ჩვენ ისევ მონოლოგებით დიალოგის სამყაროში ვცხოვრობთ. მტერი იცინის და ემზადება." - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge