Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:39 12.07.2019
ნაცების 'აბშიაკის' კიდევ ერთი წყარო აღმოვაჩინეთ, რომელსაც ბატონი უდესიანი უწევს თამადობას - ნაცები აგრძელებენ იარაღით ბარიგობას და მერე ამით აფინანსებენ თავის 'აქტივისტებს'

ირაკლი კაკაბაძის ბლოგი „სიკვდილით ვაჭრობა საქართველოში!“

 

საქართველოში დღეს საშინელი დაავადებაა. იარაღით ვაჭრობა, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა თქვა არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი. ახლა გეტყვით, რა გავიგე ამ ბოლო დღეებში: ნაცების 'აბშიაკის' კიდევ ერთი წყარო აღმოვაჩინეთ, რომელსაც ბატონი უდესიანი უწევს თამადობას. მათ ჩამოაქვთ განსაკუთრებით საშიში ტერორისტული იარაღი საქართველოს გავლით უკვე ბოლო 10 წელია და ბევრ უდანაშაულო ადამიანს იწირავენ საკუთარი ბინძური ფულის გულისთვის. ზუსტად ვიცით ამ იარაღის მარშრუტი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიტყვი აქ რომელი ქვეყნიდან რომელ ქვეყანაში მიდის. საქართვლოზე რომ გადის ეგ ზუსტად ვიცით. ნაცები აგრძელებენ იარაღით ბარიგობას და მერე ამით აფინანსებენ თავის 'აქტივისტებს'. ბატონი უდესიანი, რომელიც საზღვარგარეთაა გადახვეწილი სათავეში უდგას ამ მაფიას. მარშრუტიც ვიცით ზუსტად და ის მასალები, რომლებიც დააქვთ. ეს არის ქვეყნის ღალატი და სიკვდლით ვაჭრობა - ყველაზე ბინძური საქმე მსოფლიოში. არაბეთის ემირატების შეიხის ნაკმიას ფული იგზავნება უდესიანთნ იარაღის საყიდლად და ტერორისტების მოსამარაგებლად. ამას არც ერთი პატიოსანი კაცი არ გააკეთებს. დეტალებზე ვილაპარაკებთ გამოძიების წარმომადგენლებთან. ყველა დეტალს დავდებთ. ამ დანაშაულის აღმოჩენაში დაგვეხმარნენ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. და ნაცისტური პარტია ამ ფულით იკვებება. ქოცების უნიათობამ და ჟვანიას, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ბესიკ ხარძიანის მკვლელობების გამოუძიებლობამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე. მე, როგორც ამერიკის მოქალაქე და საქართველოს პატრიოტი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ მკვლელი და იარაღის ბარიგა უდესიანი არის დასაჭერი! ხელისუფლებას კი მოეთხოვება ამ საქმის გამოძიება!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge