Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:31 11.07.2019
„ის ძველი გოიმი ერი კი აღარ ვართ! აღარც მონები ვართ, გავთავისუფლდიიით!! მერე რა რომ ერთმანეთი აქაც კი, კომენტარ-პოსტებშიც გვეზიზღება, მერე რა“

ყოფილი სამხედრო ექიმის ნინო ახობაძის ბლოგი „დემოკრატიული საქართველო, ანუ "სად მოვდიოდით დროშებით":

 


გვარამიას ეზიზღება ბიძინა; ბიძინას ცალ ფეხზე ჰკიდია გვარამია-თავის პინგვინზე უფრო დარდობდეს იქნება ☺️ ბადრია შუბლაძეს ეზიზღება ონიანი გრიშა, თავის მხრივ გრიშასაც ეზიზღება ბადრი; ირმა ინაშვილს ეზიზღება ყველა ნაციონალი; ნაციონალებს-ირმა; ნიკა მელიას ეზიზღება გახარია; გახარიას ვინ ეზიზღება-უცნობია. სავარაუდოდ, "რუსთავი-2"; რუსთავი-2-ს ეზიზღება "იმედი" და ბიძინა; სარიშვილ ირინეს ეზიზღება ყველა, ვისაც არ ეზიზღება "ოცნება", აქაც გრძნობები ვზაიმნია; ზვიადისტებს ეზიზღებათ შევარდნაძე; შევარდნაძეს ვერავინ ვეღარ ეზიზღება; მდინარაძეს ეზიზღება ბესელია; ურაპატრიოტებს ეზიზღებათ რუსები, განურჩევლად-ყველა; რუსების ნაწილს ეზიზღება პუტინი; მარშისტებს ეზიზღებათ "გირჩი", "გირჩს" უყვარს მოსაწევი; ლიბერასტებს ეზიზღებათ ყველაფერი ქართული და ტრადიციული; ტრადიციულებს ეზიზღებათ არასამთავრობოები, იმათ თავის მხრივ უყვართ ჯორჯ სოროსი; სოროსს უყვარს ფული, რომელიც არავის გვეზიზღება; სოროსს ასევე უყვარს ექსპერიმენტები-მათ შორის ჩვენზეც! აქციების მონაწილეებმა დიდად არც იციან-რა ეზიზღებათ, მაგრამ უყვართ უსაქმურობა და ყვირიან რა... დიდად არც მიშა უყვართ, არც გრიშა... უმრავლესობას ეზიზღება ასევე ბიძინა და ასევე ჰომოსექსუალები. ამ უკანასკნელთ ეზიზღებათ ტაბურეტკიანები. ვიღაცეებს ეზიზღებათ ჯაჯანიძე და მაინც უყურებენ. მერე აქ ყრიან ზიზღებს. სასიყვარულო მოსამკუთხედო რაღაცაც გვაქვს უკვე: გუბაზს აღარ უყვარს ბიძინა, უყვარს ბიძინაზე ჭორაობა აქუსთან, აქუს უყვარს გალამაზებული ჯანგირაანთ ნინო, ნინოს გვარამია... მოსახლეობას ეზიზღება ბანკები, ბანკირებს ვუყვარვართ... რატომაც-არა როო? დეპუტატებს ეზიზღებათ ხმაური, იმიტომ რომ ამ დროს ეღვიძებათ-იმ დეპუტატების ყვირილზე, რომლებსაც ასევე ვიღაცეები ეზიზღებათ... ვიღაცას ეზიზღება თავისი სისხლი და ხორცი-ლტოლვილები, ჩამოთრეულებს უწოდებენ.. ვიღაცას სოფლელები-"ჩვენ წილს ჰაერს რატომ სუნთქავენ, ეს ქალაქი ხომ ჩვენიაო". თავის მხრივ სოფლიდან ჩამოსულსაც ვეზიზღებით-კომპლექსი ახრჩობს ზოგს (ზოგს-ოღონდ!). თაკო ჩარკვიანს ის სამყარო ეზიზღება, სადაც მას მინისტრის სკამს არ უდებენ ტრაკქვეშ; რა სიმწარეა. წამოწოლილებს ეზიზღებათ ემიგრანტები; ემიგრანტების ნაწილს სამშობლო ესიზმრება და უყვარს; ნაწილს ეზიზღება აქაურობა, მიშა უყვარს... სვანებს (არამიშისტებს) ეზიზღებათ ბარამიძე; ბარამიძეს ეზიზღება კობახიძე; კობახიძეს ბარამიძე; ძმებ ბერძენიშვილებს ეზიზღებათ-ეკლესია..


მე მეზიზღება ბაჩო ახალაია, იმასაც ვეზიზღებოდი... ზიზღი ანგრევს. ზიზღი თიშავს.. ადამიანებს. და ამ დროს ვიღაცა ბატონობს. ბოროტი ხეირობს..

ჩამოდით აჭრელებულ საქართველოში ტურისტებო! ჩვენ უკვე იმ ლეველზე ავედით, რომ მენიუში ხაჭაპურთან ერთან გვაქვს: "პენქეიქი ნუშის კეშიუთი და მარფელის სიროფით".... 
ის ძველი გოიმი ერი კი აღარ ვართ! აღარც მონები ვართ, გავთავისუფლდიიით!! მერე რაა რო ერთმანეთი აქაც კი, კომენტარ-პოსტებშიც გვეზიზღება, მერე რა... პეტრე-პავლობის გიფები არ დაგვავიწყდეს, მთავარია. მე ეგეც მეზიზღება... მაინც მიგზავნიან ბრჭყვიალა ციმციმა ხატებს..ვის ი ბრალია ამდენი ზიზღი? რა თქმა უნდა რუსეთის!!!

და ბოლო და მართლა სევდიანი: ცოტნეს ეზიზღება პატრიარქი, პატრიარქს-უყვარს ყველა. ეს ერთი დაჩიავებული ბერიკაცი შემოგვრჩა, რომელიც თავის ზოგიერთ მღვდელსაც კი ეზიზღება...

ვიღაცეებმა წამშალეს-ჩემი გრძელი პოსტები ეზიზღებოდათ. და მე მათ ვუგებ-ზიზღის ამ ნაწილში. სიყვარულის დეფიციტია დედამიწაზე... ვისაც აქედან გაქცევა გინდათ, იცოდეთ-მაინც ამ დედამიწაზე მოხვდებით, სადაც არ უნდა გაიქცეთ. იქნებ როგორმე შევიყვაროთ ჩვენი აწეწილი, ზიზღით გატენილი ქვეყანა.... რა ვიცი... ჩვენ ხომ სიყვარულში გაზრდილი თაობა ვართ..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge