Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:26 11.07.2019
„პოლიტიკური დევების დიდ საჭადრაკო დაფაზე წყდება საქართველოს ბედი! ჩვენ ფეისბუქში ვომობთ!“

ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის ბლოგი:

 

„პოლიტიკური დევების დიდ საჭადრაკო დაფაზე წყდება საქართველოს ბედი! ჩვენ ფეისბუქში ვომობთ! ორი წლის წინანდელი "ხანძრების ზაფხული" მახსოვს, მთელ საქართველოს რომ ცეცხლი ეკიდა ლამის ყველა ტყეში, ყველა მიმართულებით! დაახლოებით იგივე სიტუაციაა შიდა პოლიტიკაში:შიდა მტრები ხან სად აჩენენ ხანძარს, ხან სად. ხელისუფლება ხელის ცეცხლმაქრით დასდევს და ლოკალურად აქრობს, თანმიმდევრულობას ვეღარ იჭერს, ლოკალურის ჩაქრობაზე გაფაციცებული, პროგნოზირებას და პრევენციას ვერ ასწრებს, გამოიფიტა. "იმ" პოლიტტექნოლოგების გათვლაც ამაზეა! -გაბუნიას ლანძღვა-გინება უდიდესი პროვოკაცია იყო უკვე გ ა რ ე მოხმარებისთვის. -შალვა ნათელშვილის გუშინდელი გამოსვლაზე ჩვენ გაგვეღიმა, არასერიოზულად ჩავთვალეთ; "საქართველოში უნდა გაიხსნას აშშ სამხედრო ბაზა, თუნდაც მასზე განლაგდეს ბირთვული იარაღი"-ო!!! არადა, გ ა რ ე მოხმარებისთვის, ეს გამოსვლა, არ მგონია, გაბუნიას გინებაზე ნაკლებ სახიფათო იყოს!!! უკვე პოლიტიკოსის მხრიდან (რეიტინგზე ნუ ვიდავებთ, "შიგნით" ვიცით, მაგრამ "გარეთ" პარტიის თავმჯდომარედ არის წარმოდგენილი)!!! -ვინ დარჩა შესაძლო ხანძრის გამჩენთა ქართულ სიაში, ვისაც ჯერ "აზრი არ გამოუხატავს"?!!! ვინ და რა იქნება შემდეგი? მე მ ა შ ი ნ ე ბ ს საქართველოს ხვალინდელი დღე!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge