Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:30 11.07.2019
„რუსეთთან მიმართებაში ერი უნდა შეთანხმდეს რამდენიმე საკითხზე, რასაც საყოველთაო თანხმობა ექნება და კონსტიტუციის დონეზეც კი უნდა იყოს აყვანილი“

ეკონომიკის ექსპერტი და ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს გარკვეული შეთანხმებისკენ მოუწოდებს და წერს:

 

გავრილოვის ინციდენტი და გაბუნიას იდიოტური გამოსვლა, და ამის შემდგომ ჩვენთან და რუსეთში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ქართველი ერი უნდა ჩამოყალიდბეს ერთი საკითხის ირგვლივ:

 

როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა რუსეთთან და სად არის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთას ვერცერთი მთავრობა, პოლიტიკური პარტია ან საზოგადოებრივი ჯგუფი ვერ გაბედავს. რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას ჩვენში არსებული პრორუსული პოლიტიკური ძალებიც აღიარებენ, უნდათ თუ არ უნდათ, იმიტომ რომ კარგად იციან ქართველების განწყობა. თუმცა, არის საკითხები, რომლის გარშემო ქვეყანაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ეს უთანხმოება სათავისოდ გამოიყენონ, რაც ხშირად დესტაბილიზაციის საფრთეს ქმნის.

 

არ ვიცი, იურისტები ამას როგორ ჩამოაყალიბებდნენ, მაგრამ, ერი უნდა შეთანხმდეს შემდეგ საკითხებზე, რასაც საყოველთაო თანხმობა ექნება და კონსტიტიციის დონეზეც კი უნდა იყოს აყვანილი, რადგან ეს ეხება უკვე საქართველოს უსაფრთხოებას.

 

1. გვინდა თუ არა ვაჭრობა რუსეთთან? მზად ვართ ბოლომდე აღკვეთოთ ვაჭრობა, თუ არა? ამაზე უნდა შეთანხმდეს ყველა უბრალო მოქალაქეებიც, მაგალითად, კახეთში და ბათუმში და პოლიტიკური პარტიებიც და ჯგუფებიც.

2. გვინდა თუ არა ტურისტები რუსეთიდან? მზად ვართ გავიღოთ ეკონომიკური მსხვრპლი რომ ნაკლებად დამოკიდებულნი ვიყოთ ამ ქვეყანასთან? შევთანხდეთ ხო თუ არა.

3. როგორ და რა სახის მოლაპარაკეკებს ვაწარმოებთ რუსეთთან დეოკუპაციის თაობაზე? რა რესურსი შეიძლება გამოინახოს და ფორმატში შეიძლება მოხდეს ეს?

 

ამისათვის საჭიროა რამდენიმე აქაურმა და უცხოურმა Think-Tank-მა გააკეთოს წინასწარი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ანალიზი (და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ვითომ ექპსერტებმა). შემდეგ დაიწყოს საყოველთაო დისკუსია

დამიჯერეთ, შემდეგ რუსეთსაც გაუადვილდება ურთიერთობა ჩვენთან, როცა დაინახავს, რომ ერი ერთი საკითხის გარშემო არის შეთანხმებული. პოლიტიკურ პოპულისტებს კი აქ საფუძველი აღარ ექნებათ პატრიოტული ლექსიკის მონოპოლიზაციის მცდელობისათვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge