Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:25 11.07.2019
„ჩვენ შარდით სავსე ყანწებით ვსვათ სამშობლოს სადღეგრძელო და ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს საგვარამო გადავარქვათ! ხოლო ვაზს გვარამი!“

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას ეპატაჟურ გამოსვლას „კვირის აქცენტებში“ და წერს:

 

„ქართველო და არაქართველო მართლმადიდებლებო, ხვალ მოციქულების პეტრეს და პავლეს ხსენების დღეა! ხვალ ავღნიშნოთ ეს დღე გვარამიას მიერ ჩაფსმული ღვინით! ზეგ დილას ასევე მისი შარდით გაზავებული ბორჯომ/ნაბეღლავი მივირთვათ! მაზეგ გავიქცეთ და მისი შარდნაზავი პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი მასვე მივურბენინოთ უკან რეკლამის სახით, იმიტომ რომ შემდეგი პორცია შარდი კარგად დაიგროვოს! ოღონდ ის არ დაგავიწყდეთ, რომ ამის ყველაფრის პარალელურად, როგორც აკომპანიმენტი, დედაც უნდა შეგვაგინოს! მერე ამ უმზგავსობას ძლიერი ამა ქვეყნისა დაგმობს ფეისბუკით და ამის შემდეგ ყველა ერთად ციყვებივით დაველოდებით მორიგ ეპატაჟს და შეურაწყოფას!!! ამასობაში ჩვენ შარდით სავსე ყანწებით ვსვათ სამშობლოს(რომელიც ქრება თვალს და ხელს შუა, მითუმეტეს, აფხაზეთის განაყოფი ვყოფილვართ ) სადღეგრძელო!!! საქართველო სრულიად გროტესკულ ვითარებაში იმყოფება, მგონია!!! P.S ასე თუ გაგრძელდა საქართველოს საგვარამო გადავარქვათ! ხოლო ვაზს გვარამი!“ წერს ირაკლი იაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge