Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:01 11.07.2019
კომპანია „ველსი“ Forex-ზე ვაჭრობის შემსწავლელ უფასო და ფასიან კურსებს გთავაზობთ

Forex-ზე ვაჭრობა, თანამედროვე ტრეიდინგისა და ტრეიდერებისათვის, ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მათ შორის საქართველოშიც. მსოფლიო მასშტაბის პლატფორმაზე, სავალუტო წყვილებზე მიმდინარე ვაჭრობის პროცესი, განსაკუთრებულ ყურადღებას და მყარ ცოდნას მოითხოვს, იმისათვის, რომ ვაჭრობა იყოს წარმატებული. ცოდნის მიღება ონლაინ არხების, ბეჭდური გვერდებისა თუ ცალკეული ვიდეო გაკვეთილების დახმარებით, არაეფექტური მეთოდია.


იმისათვის, რომ დაინტერესებული პირი წარმატებული ტრეიდერი გახდეს, საჭიროა კვალიფიციური განათლების მიღება. რის საშუალებასაც ქართულ საზოგადოებას, ქვეყნის მასშტაბით ლიდერი საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი აძლევს. ამ კომპანიის შეთავაზებების ერთ-ერთი აქტუალური პროდუქტი, სწორედ საგანმანათლებლო კურსებია. ვაჭრობის შემსწავლელი, მათ შორის - Forex-ზე ვაჭრობის კურსები, ველსი-ში დაარსების დღიდან არსებობს და მას წარმატებული ტრეიდერ-ანალიტიკოსები უძღვნებიან.


მენტორები კურსანტებს ყველა საჭირო და აუცილებელ ცოდნას აძლევენ თეორიულ-პრაქტიკული მეთოდოლოგიის ჩართულობით.


კომპანია „ველსი“ - აქციის ფარგლებში ვაჭრობის შესწავლის მსურველ პირებს სამი სხვადასხვა ფორმატის სასწავლო კურსს სთავაზობს. მათ შორის საჩუქრის სახით - უფასო კურსსაც. 


სასწავლო კურსების ფორმატების, სალექციო საათების რაოდენობის, პროგრამისა და ფასების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ვიდეო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge