Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:50 11.07.2019
"მივმართავ "ოცნებას": - როგორ არ გრცხვენიათ?!"- ირაკლი გურჩიანი

ირაკლი გურჩიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მივმართავ ოცნებას: რომ გაიძახით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიზნესის დაწყებით და ყველანაირად ხელს ვუწყობთ ახალ ბიზნესსო? იცით მანდ კანონმდებლებში, როგორ წეწავთ ახალ ბიზნესს უაზრო, ბენდუქიძის მოგონილი, ქსელთან ახალი აბონენტის მიერთების უაზრო გადასახადით ,რომელიც მხოლოდ ემსახურება უსაქმური მარეგულირებელი კომისიების 25 ათასიან ხელფასებს?


ახალი შპს რომელსაც სჭირდება ელ ენერგია, გაზი და წყალმომარაგება თავიდანვე იწეწებიან. ვთქვათ გინდა ააშენო პატარა ქარხანა-დენი გინდა 200 კვტ-გაზი გინდა 100 კუბი და წყალი გინდა 50 იანი მილით. ფასს რომ გაიგებთ აღარ მოგინდებათ არაფერი. ან პირდაპირ ბანკის ვალი უნდა აიღოთ ნახევარი მილიონი რომ იმ მუქთამჭამელებმა კომისიებში მოიწყონ ნირვანა. ნუთუ არც ერთს იმ 150 იდან ეს არ გაწუხებთ? და როგორ არ გრცხვენიათ ჰაერზე რომ ახევთ ამ ფულს. საერთოდ უაზრო გადასახადია.გააუქმეთ და თუ მაინცადამაინც დააწესეთ სიმბოლური.


ასევე იწეწება კერძო პირი ახალი ბინის შემთხვევაში. იქ ერთ ბინაზე ბეგარაა 10000 ლარი. ამაში არ შედის რეალური მიერთების ხარჯები. ის კიდევ ცალკეა. მიათაგეთ ვისაც გყავთ ეს წმინდანები მეგობრებში. იქნებ აზრზე მოვიდნენ. ჩემდა საამაყოდ მე არავის არ ვიცნობ, ამიტომ მივაწვდინოთ როგორმე ხმა წმინდა საყდარს.


P.S ოცნება-მე ვარ თქვენი მომხრე და მხარდამჭერი ბოლომდე,მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ბიზნესს ძირშივე ვბრიდავთ და არა მარტო საშუალო ბიზნესს-მცირეც უარეს დღეშია საწყისიდან.დეტალური ფასების მოძიება შეგიძლიათ ჯადოსნურ ინტერნეტში.დაგუგლეთ”ახალი აბონენტის ქსელთან მიერთების(მიერთება ვირტუალურია)საფასური “და იხილეთ საოცრება,"- წერს ირაკლი გურჩიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge